ჩაბარების ვადა:
        
    25 მარტი 2024, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT21447 - ტენდერი რიცეულა ჰესზე და ალაზანი 2 ჰესზე შესასრულებელ მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 25 მარტი 2024 დრო 15:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს რიცეულა ჰესზე და ალაზანი 2 ჰესზე შესასრულებელ მომსახურებაზე:
ლოტი I: რიცეულა ჰესის N3 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაცია
ლოტი II: ალაზანი 2 ჰესისათვის მექანიკური დეტალის დამზადება
ტენდერი #15/03-GIEC-Hydro/Rehab-RICMECH/AL2MECH-24
მომსახურების/სამუშაოს აღწერა:
- ლოტი I: შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“  ექსპუალტაციაში მყოფი რიცეულა ჰესის N3 ტურბინის მექანიკური დეტალების 
დამზადება თანდართული ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით. (დანართი 1, დანართი 2) 
- ლოტი II: ალაზანი 2 ჰესისათვის Ø1750 მმ-იანი სარქველის დამზადება თანდართული ნახაზის მიხედვით. (დანართი 3)
 
ლოკაციის მისამართი:
- ლოტი I - ამბროლაურის რაიონი, სოფელი სადმელი
 - ლოტი II - გურჯაანის რაიონი, სოფელი ვეჯინი
 
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით; (გთხოვთ შეავსოთ დანართი 4)
 - ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
 - ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ; დამკვეთის შეხედულებით საორიენტაციო შესრულების ვადა იხილეთ დანართ 4-ში; (თარიღები პირობითია და ათვლა მოხდება ხელმოწერიდან)
 - სპეციფიკაციაში მითითებული შესასრულებელი სამუშაოების ფასები დასახელებებისა და რაოდენობების მიხედვით; (გთხოვთ შეავსოთ დანართი 4)
 - ინფორმაცია მიწოდების პირობების შესახებ; დამზადებული დეტალების ტრანსპორტირებას შემსრულებლის ტერიტორიიდან დამკვეთის ტერიტორიამდე უზრუნველყოფს თავად დამკვეთი;
 - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
 - ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადებსა და პირობებზე; (გთხოვთ შეავსოთდანართი 4)
 - ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ მსგავს სამუშაოებზე; (არანაკლებ 3 წელი)
 
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
 - ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
 
აუცილებელი პირობები:
- პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე შეათანხმოს დამკვეთთან ყველა ტექნიკური საკითხი.
 - შესასრულებელ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ რიცეულა ჰესის სპეციფიკაციის ცხრილები და ალაზანი 2-ის ნახაზი, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. (დანართი N1, დანართი N2 და დანართი N3)
 - შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - ქ.თბილისი, 0160, კ. გამსახურდიას გამზ. #34 / ალ. ყაზბეგის გამზ. #2. ორივე კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „რიცეულა ჰესის N3 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაცია“ და „ალაზანი 2 ჰესისათვის მექანიკური დეტალის დამზადება“ ნომერი -#15/03-GIEC-Hydro/Rehab-RICMECH/AL2MECH-24, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: ნუცა ფუტკარაძე; ტელ: 577 32 02 15.
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 25 მარტი, 15:00 სთ
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი
 
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
 - 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები