31 მარტი 2024, 22:00
სტატუსი:
დასრულებულიT21451 - ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის გაციფრულება
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს სამშენებლო მასალების კლასტერს დაგეგმილი აქვს, შეისყიდოს შემდეგი მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან: "საქართველოს სამშენებლო მასალების კლასტერის გაციფრულება"
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ტექნიკური დავალება: (დანართი 1).
- დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართებზე: contact@gcmc.ge და irmatofuriaa@gmail.com
- შემოთავაზების მიღების ბოლო ვადა გახლავთ 31.03.2024 22:00 საათი.
- გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
- დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება!
- შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში (ეროვნული ვალუტა), სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება.
- გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან.
გთხოვთ შემოთავზების ელექტრონულად გამოგზავნისას დაიცვათ შემდეგი მითითებები:
- შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოსPDF-ფორმატში.
- ფინანსური და ტექნიკური შემოთავაზებები უნდა იყოს წარმოდგენილი ორ ცალკეულ PDF ფაილად - ფაილები უნდა დასახელდეს შემდეგნაირად: 1.Technical offer; 2. Financial offer *
მეილის სათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს შემდეგი ტენდერის ნომერი: 2024031. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი შემოთავაზების იდენტიფიცირება.
შეთავაზებაში უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის სახელწოდება / ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი და გვარი
- საიდენტიფიკაციო ნომერი / ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი
- საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი,ტელეფონი, ელ.ფოსტა)
- ტენდერის ნომერი: 2024031
- მიმღები: ააიპ „საქართველოს სამშენებლო მასალების კლასტერი“
შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 დღისა, წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 15.04.2024-თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან.
შემოთავაზებების შეფასების ზოგადი სქემა:
შემოსული შემოთავაზებების შეფასება მოხდება როგორც ფასების, ასევე შინაარსის მიხედვით.
- შინაარსობრივი შეფასების შემდეგ განიხილება წარმომდგენი პრეტენდენტების საფასო შემოთავაზებები.
- საბოლოო შეფასებაში შინაარსობრივი/საგნობრივი შეფასება შევა 60%-ით და ფასი/ღირებულება 40% -ით.
- მიღებული შედეგების მიხედვით პრეტენდენტებს პროგრამულად მიენიჭებათ რიგობრივი ნომერი.
- საუკეთესო მაჩვენებლის მქონე იურიდიულ/ფიზიკურ პირთან დაიწყება მოლაპარაკებები ხელშეკრულების გაფორმებისთაობაზე.
- თუ მოლაპარაკებები არ დამთავრდა წარმატებით, მაშინ მოლაპარაკებები განახლდება რიგით მეორე პრეტენდენტთან.
- შემოთავაზებების შინაარსობრივი/საგნობრივი შეფასების სქემა:
- შემოთავაზების შინაარსობრივი ნაწილი უნდა პასუხობდეს თანდართულ ტექნიკურ დავალებაში მითითებულ ინფორმაციას.
- ტექნიკური შეთავაზება არ უნდა შეიცავდეს რაიმე ინფორმაციას ფასის შესახებ.
არასაფასო შეფასების კრიტერიუმები თავის მხრივ დაიყოფა წინასწარ განსაზღვრული შეწონვის კოეფიციენტების მიხედვით.
იხილეთ თანდართული ფაილები :
- ტექნიკური დავალება (შეთავაზება) / დანართი 1
- შემოთავაზებების შინაარსობრივი შეფასების სქემა / დანართი 2
- ფინანსური შეთავაზება / დანართი 3
საკონტაქტო ინფორმაცია:
contact@gcmc.ge
irmatofuriaa@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები