3 აპრილი 2024, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T21482 - ტენდერი-პრივილეგირებული წვდომების მართვის გადაწყვეტილების (Privileged Access Management-PAM) შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს - პრივილეგირებული წვდომების მართვის გადაწყვეტილების (Priveleged Access Management PAM ) შესყიდვის თაობაზე.
გთხოვთ, იხილოთ ტექნიკური მოთხოვნები და აღწერილობა თანდართულ ფაილად-დანართი N1
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს :
- ანალოგიური სამუშაოების შესრულების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ;
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას :
- შევსებული ფასთა ცხრილი (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით)
- მსგავსი პროექტების ჩამონათვალი და დანერგვის შესახებ ზოგადი ინფორმაცია
- პროექტში ჩართული გუნდის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის გუნდის წევრების რეზიუმეები)
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული, საკონტაქტო პირების ინფორმაციის მითითებით)
- კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
- საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
აუცილებელი პირობა :
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით
- სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად www.tenders.ge-ს პლათფორმის საშუალებით .
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 03 აპრილი (18:00 სთ-მდე).
ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს, ასევე მისი დასრულების შემდეგ .
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია .
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 3 აპრილის 18:00 სთ-მდე
- შეთავაზების ვალუტა: N/A
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
დიანა კოკოლიშვილი
ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: diana.kokolishvili@terabank.ge
ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2008). მობ: 599547702
ტენდერის კატეგორია:
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
- 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
- 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები