27 მარტი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT21493 - ტენდერი ბალასტის მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე სოფელ ლეჟბადინში არსებული კარიერიდან სამსხვრევ ქარხნამდე
- გამომცხადებელი: ქართული ცემენტი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 27 მარტი 2024 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ბალასტის მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე სოფელ ლეჟბადინში არსებული კარიერიდან სამსხვრევ ქარხნამდე ქვემოთ მოცემილი პირობებით:
- მოსაპოვებელი ბალასტის რაოდენობა შეადგენს 500000 ტონას წლის განმავლობაში:
 - კარიერიდან ქარხნის ტერიტორიამდე მანძილი 7-10 კმ
 
კომპანიის შერჩევისთვის აუცილებელი პირობაა:
- მინიმუმ 15 სატვირთო თვითმცლელი + 2 რეზერვი
 - ადგილზე მომსახურე ტექნიკური პერსონალი
 - ნაწილების და საბურავების მცირე საწყობი სამუშაო ტერიტორიაზე
 - ორი ერთეული ექსკავატორი +1 რეზერვი
 - ერთი ერთეული ფრონტალური ჩამტვირთველი
 - 350 ტონის დატვირთვა და გადაზიდვა 1 საათის განმავლობაში
 - ტექნიკის საწვავით უზრუნველყოფა
 - წელიწადში ორჯერ სეზონის მიხედვით კარიერის ტექნიკური დამუშავება ქარხნის მენეჯერთან შემუშავებული გეგმის მიხედვით (მდინარის კალაპოტის კორექტირება, მისასვლელი გზების კეთება , ფუჭი ქანების მოხსნა და გატანა )
 - კარიერიდან ქარხნამდე გზის წელიწადში 2 ჯერ მოშანდაგება-მოწესრიგება
 - სრული გრაფიკი - ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, კვირა - ნახევარი განაკვეთი
 - საქართველოს კანონდმებლობით განსაზღვრული და HC სტანდარტების შესაბამის შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილება, შესაბამისი მენეჯერის არსებობა და ა.შ.
 
კომპანიის მინიმალური მოთხოვნები:
- 1.5 მლნ ლარი ბრუნვის დამადასტურებელი საბუთი კალენდარული წლის განმავლობაში ბრუნვის მინიმუმ 70%-ს უნდა შეადგენდეს სატვირთო გადაზიდვები ან შიდა საკარიერო გადაზიდვები;
 - სარეკომენდაციო წერილები;
 - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და საკონტაქტო ინფორმაცია;
 - კომპანიას უნდა ჰყავდეს შრომისა და ჯანმთელობის დაცვის მენეჯერი;
 
კვალიფიციურ კომპანიებთან მოხდება კარიერზე შეხვედრები.
საკონტაქტო პირი
თორნიკე შეროზია
577 577 602
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 2 წლიანი ხელშეკრულება.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებულმა კომპანიებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ შერჩევისთვის აუცილებელ პირობებს, ტენდერში მონაწილების მისაღებად 27 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ მინიმალური მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ucha.chubinidze@heidelbergcement.ge
ტენდერი ჩატარდება ჰაიდელბერგცემენტის ელექტრონული პლატფორმის საშუალებით. ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლების გაივლიან შეფასებასა და წინასწარი კვალიფიკაციის ეტაპს.
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები