ჩაბარების ვადა:

27 მარტი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T21507 - ფასთა გამოკითხვა Howo-ს ძრავის და მისი სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. არ ემ ჯი კოპერი აცხადებს ფასთა გამოკითხვას Howo-ს ძრავის და მისი სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე.

  • შესყიდვის საგანი - Howo-ს ძრავი და მისი სათადარიგო ნაწილები
     - შემოთავაზებული პროდუქცია უნდა იყოს ახალი და უდეფექტო
     - იმ შემთხვევაში, თუ მოწოდებული საქონელი არ შეესაბამება შემსყიდველის მიერ წინასწარ შეთანხმებულ
  • მოთხოვნებს, მომწოდებელი ვალდებულია ჩაანაცვლოს აღნიშნული ნაწილები შესაბამისი პროდუქციით.
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 27.03.2024, 18:00 საათი
  •  ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ
  • პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა : ქართული/ინგლისური/რუსული.
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • დანართ No 2-ში (ივსება მონაწილის მიერ) მოთხოვნილი მონაცემები - ყველა ველი შესავსებად სავალდებულოა! გთხოვთ, რომ დაიცვათ პოზიციების თანმიმდევრობა;
  • ანგარიშწორების პირობები;
  •  წარმოშობისა და ხარისხის სერთიფიკატი;
  • მოსაწოდებელი ფოტოსურათები უნდა იყოს დაარქივებულ ფორმატში და თითოეულ სურათზე უნდა იყოს მიწერილი პოზიციის დასახელება, რათა შესაძლებელი იყოს იდენტიფიცირება;
  • მოწოდების პირობები/ვადები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან/ინფორმაცია კომპანიის საბოლოო ბენეფიციარების შესახებ;
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ (მინ. 2 წლიანი).

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1

ომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების პროცედურების მართვის სპეციალისტი:
ლილე პირველი
Т +995 579 552 051.
E-mail: LPirveli@richmetalsgroup.com

ტენდერის კატეგორია:

  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის