ჩაბარების ვადა:

30 იანვარი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2152 - ტენდერი გარე ელ. მომარაგების სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს გარე ელ. მომარაგების სამუშაოებზე, რომელიც მოიცავს შემდეგ ჩამონათვალს:

  • ბანკომატების დამიწება;
  • მაღალი ძაბვის კაბელის აღდგენა (6000 ვოლტი);
  • 0,4 ვოლტი დაზიანებული კაბელის აღდგენა;
  • გარე ელ. მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების მოგვარება;
  • ლაბორატორია

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს/წარმოადგინოს დეტალური შემოთავაზება!

გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ კონსულტაცია სს საქართველოს ბანკის თანამშრომელთან - ავთანდილ სალუქვაძე 577 740 283

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს;
  • მომწოდებელმა ასევე უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია (PDF ან Word–ის ფორმატში):
    - განახლებული სამეწარმეო ამონაწერი, საჯარო რეესტრიდან;
    - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია / საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 23 იანვრიდან 2017 წლის 30 იანვრის ჩათვლით;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
  • გთხოვთ, ფასები მიუთითოთ ლარებში მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მიმწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 იანვარი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=694&lang=geo

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი