ჩაბარების ვადა:

10 აპრილი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T21597 - ფასთა გამოკითხვა რენტგენ-ფლუორესცენტული ნაკადური ანალიზატორის ტექნიკურ მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს არ ემ ჯი კოპერ აცხადებს ფასთა გამოკითხვას რენტგენ-ფლუორესცენტული ნაკადური ანალიზატორის ტექნიკურ მომსახურებაზე.

  • მომსახურების საგანი - Courier 6X SL-ის რენტგენ-ფლუორესცენტული ნაკადური ანალიზატორისა და ნაწილაკების ზომების PSI-300i ანალიზატორის ტექნიკურ მომსახურება.
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 10.04.2024, 18:00 საათი.
  • ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ მომსახურების შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
  • პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა : ქართული, ინგლისური ან რუსული.
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება, გარდა ტექნიკურ დავალებაში მოთხოვნილი დოკუმენტებისა, უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • სამუშაოების დეტალური განფასება;
  • ანგარიშსწორების პირობა;
  • მომსახურების განხორციელების ვადები;
  • ინფორმაცია ანალოგიურ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები.

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.

ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1

კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

პროცედურული საკითხები
ლილე პირველი
LPirveli@richmetalsgroup.com
+995 579 55 20 51

ტექნიკური საკითხები
რუსლან სუიუნოვი
RSuiunov@richmetalsgroup.com
+995 591 45 43 58

ტენდერის კატეგორია:

  • 38200000 გეოლოგიური და გეოფიზიკური ხელსაწყოები
  • 50400000 სამედიცინო და ზუსტი საზომი აპარატურის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება