ჩაბარების ვადა:

5 აპრილი 2024, 18:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T21618 - ტენდერი: ლიფტების კარების შესყიდვა, ტრანსპორტირება, მონტაჟი და ძველი კარების დემონტაჟი

ტენდერის აღწერილობა:

სს „ვიანი“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს ტენდერში ლიფტების კარების შესყიდვა, ტრანსპორტირება, მონტაჟი და ძველი კარების დემონტაჟი მონაწილეობის მიღებას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს ვიანში შემავალი კომპანიები: შპს "კავკასიის მედიცინის ცენტრი" და შპს „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ 

შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 5 აპრილის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით. 
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები. 
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება. 

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • სატენდერო წინადადებების მიღება: 5 აპრილი 2024 წ.
  • გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა: 12 აპრილი 2024 წ.
  • ხელშეკრულების გაფორმება: 19 აპრილი 2024 წ.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.

ტენდერით შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები:

  • შესყიდვის ობიექტი: სს „ვიანი“ -  ლიფტების კარების შესყიდვა, მონტაჟი, დემონტაჟი
  • ლიფტის კარების  ჩამონათვალი განსაზღვრულია შეჯამებულად დანართში #5. (ფასების ცხრილი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს).
  • ლიფტების კარების შესყიდვა ხორციელდება ერთჯერადად.

მომსახურების მიწოდების ადგილი:  

შპს "კავკასიის მედიცინის ცენტრი". შპს "დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი".  მომსახურების გაწევის ადგილი იხილეთ შეჯამებულად დანართში #5.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
  • კომპანიას უნდა გააჩნდს H მოდულის სერთიფიკატი
  • უნდა აკმაყოფილებდეს ლიფტის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის #289-ე დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 

ლიფტის კარის შესყიდვის  ტექნიკური დავალება:     

სატენდერო წინადადება მომზადებულ უნდა იქნას დანართ #5-ში განსაზღვრული რაოდენობების და ჩამონათვალის მიხედვით.

მომწოდებელი ვალდებულია:

  • გაითვალისწინოს და იმოქმედოს ლიფტის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით#289 განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად, წარუდგინოს დამკვეთს შესაბამისი რეკომენდაციები.
  • მომსახურება გაწეული უნდა იქნას უსაფრთხოებისა და ლიფტის ექსპლუატაციის ნორმების სრული დაცვით.

საგარანტიო პირობები:

  • შესყიდულ/გამოცვლილ საქონელზე ვრცელდება არანაკლებ 36 თვე საგარანტიო პერიოდი. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საქონელი სწორი მოხმარების პირობებში უნდა ინარჩუნებდეს თვისობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს; უხარისხო და დაზიანებების მქონე საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში, მომწოდებელმა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ქარხნული წუნის აღმოჩენის ნებისმიერ ეტაპზე, თუ ადგილზე არის დაზიანებული დეტალი გამოცვლის მაქსიმალური ვადა 3 დღე, ჩამოტანის და შეცვლის მაქსიმალური პერიოდი 15 დღის ვადაში უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები ან შეცვალოს ახალი საქონლით.
  • •ცვეთადი ნაწილების საგარანტიო პერიოდი განისაზღვროს შეცვლის/მონტაჟის მომენტში შედგენილ  მიღება-ჩაბარების აქტში, რომელიც დამოწმდება ორმხრივი ხელმოწერებით. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საქონელი სწორი მოხმარების პირობებში უნდა ინარჩუნებდეს თვისობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს; უხარისხო და დაზიანებების მქონე საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში, შემსრულებელმა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, წუნის აღმოჩენის ნებისმიერ ეტაპზე, 2 დღის ვადაში  უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები ან შეცვალოს ახალი საქონლით.

განსაკუთრებული პირობა:

თუ შემსრულებელი ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დროს ზიანს მიაყენებს დამკვეთის ქონებას, დამკვეთი უფლებამოსილია და შემსრულებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან სს ვიანში შემავალი კომპანიები: შპს "კავკასიის მედიცინის ცენტრი". შპს "დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი" გააფორმებს ხელშეკრულებას; 
  • ანგარიშსწორება იწარმოებს ლარში (ეროვნულ ვალუტაში).

შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ

  • კონტრაქტორის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და პრეტენდენტის მეირ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გათვალისწინებით.
  • მიუხედავად შემსყიდველის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებისა, პრეტენდენტი არ არის უფლებამოსილი ნებისმიერი მატერიალური დანახარჯის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც მას შეიძლება მიადგეს ტენდერში მონაწილეობით, წარსადგენი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებით, ან/და იმ მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მის მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შესასყიდი მომსახურების ფასი
  • მომსახურების მიწოდების პირობა
  • შემოთავაზებული მომსახურების ხარისხი
  • კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობა
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება

შემსყიდველის ვალდებულებებია:

ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;

კონტრაქტორის ვალდებულებებია:

  • ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;
  • სატენდერო დოკუმენტებისა და მისაწოდებელი მომსახურების ხარისხზე.

სატენდერო წინადადება

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ; 
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერლილით.
  • მოდულის სერთიფიკატი.
  • შესრულებული პროექტების ჩამონათვალი, მსგავსი მომსახურების სამუშაოებზე აქცენტირებით, მომსახურების განხორციელების ვადებისა და ბიუჯეტების მითითებით;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
  • კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი #4-ს სახით;
  • შევსებული და ხელმოწერილი ხარჯთაღრიცხვა ლარში - მოცემული და დადგენილი დანართი #5-ის სახით, როგორც შეჟამებულად, ასევე ცალ-ცალკე ლოტების შემთხვევაშიც, მოცემული და დადგენილი დანართი #5ა-ს და დანართი #5ბ-ს   სახით; ასევე ელექტრონული ფაილი ექსელის ფორმატში; 
  • შევსებული და ხელმოწერილი ცვეთადი ნაწილების განფასება ლარში - მოცემული და დადგენილი დანართი #8-ის სახით.

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის  მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში; 
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    - სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარმოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vian_nonmedequipment@vian.health

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 5 აპრილი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ საკონტაქტო პირს: 

გიორგი ბერიძე
ელ. ფოსტა: Beridzeg@vian.health
მობ: 591 32 64 22; 

ანა არქანია
ელ. ფოსტა: a.arkania@vian.health
მობ.: 591 948 277

ლაშა ხამხაძე 
ელ. ფოსტა: lkhamkhadze@vian.health
მობ.: 591 94 82 86

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    29 მარტი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა