ჩაბარების ვადა:

1 თებერვალი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2162 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა/მომსახურებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა/მომსახურებაზე:

# დასახელება
1 კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა (იხ. დანართი 1)
2 კომპიუტერული ტექნიკის მომსახურება

დამატებითი მოთხოვნები:

1. ნასყიდობა:

  • მოწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალურად შევსებული დანართი #1, ამასთან აუცილებელია მოთხოვნილ ყველა პოზიციაზე ფასის მითითება (სხვა შემთხვევაში (ჯამური ფასით) არ განიხილება)

2. მომსახურება:

  • მომწოდებელმა უნდა მიუთითოს მომსახურების ყოველთვიური, ფიქსირებული საფასური და აღნიშნული მომსახურება მოიცავს:
    - არსებული, ძველი და ახალი კომპიუტერული ტექნიკის აღდგენა, რემონტი და ა.შ სერთიფიცირებული ინჟინრების მიერ;
    - სერთიფიცირებული ინჟინერის დახმარებას (საჭიროების შემთხვევაში) ბანკის მიერ მითითებულ მისამართზე;
    - საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ქარხნული, საგარანტიო დეტალებით მომარაგება, მომსახურება.

სხვა პირობები:

  • შემოთვაზებული ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
  • ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ნასყიდობის საგნის მიწოდება ბანკის მიერ მითითებულ მისამართზე;
  • გამარჯვებულ კომპანიასთნ გაფორმდება გენერალური ხელშკრულება;
  • მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF);

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • დეტალური შეთავაზება: სატენდერო წინადადების ფასი, მიწოდების ვადები და ა.შ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინჟინრების სეთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 25 იანვრიდან 2017 წლის 1 თებერვლის ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge;
  • მომწოდებელმა პუნქტი #1-ის გასწვრივ უნდა მიუთითოს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვის ფასი მიღებული დანართი #1-ის შევსების შედეგად, ხოლო პუნქტი #2-ის გასწვრივ მომსახურების ყოველთვიური საფასური;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: თეა გიორგაძე - 599 91 50 78

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 1 თებერვალი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=697&lang=geo

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები