ჩაბარების ვადა:

3 თებერვალი 2017, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T2163 - ჰიდროელექტრო სადგურებისთვის სხვადასხვა სახის მეტალის დეტალების დამზადება და ტურბინის ნაწილების სარემონტო სამუშაოები

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორი ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე, კერძოდ ჰიდროელექტრო სადგურებისთვის სხვადასხვა სახის მეტალის დეტალების დამზადებასა და ტურბინის ნაწილების სარემონტო სამუშაოებზე 25/01-GIEC-S/HDPM-17.

ტენდერი იყოფა ხუთ ლოტად:

ლოტი N1:

  • ჰიდროაგრეგატის საქშენის კორპუსის დამზადება ნახაზი #RTP-112.000.001-ის თანახმად - 1 ცალი;
  • ჰიდროაგრეგატის ნემსას დამზადება ნახაზი #RTP-112.000.002-ის თანახმად - 1 ცალი.
  • ლოტის N1-ის შესრულების ვადა არაუგვიანეს 2017 წლის 15 მარტისა.

ლოტი N2:

  • უჟანგავი ფოლადის პერანგების დამზადება ნახაზი # ATF-3000.100.001-ის თანახმად - 4 ცალი. დამზადება უნდა მოხდეს:
    - 2 ცალი - არაუგვიანეს 2017 წლის 30 ივნისისა;
    - 2 ცალი - არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა.
  • უჟანგავი ფოლადის პერანგების დამზადება ნახაზი #RTF-5500.100.001-ის თანახმად - 2 ცალი. დამზადება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა.

ლოტი N3:

  • ჰიდროაგრეგატისთვის სარეზერვო მუშა თვალის აღდგენითი სამუშაოები ტექნიკური დავალების, სპეციფიკაციისა და ნახაზების მიხედვით. რემონტი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2017 წლის 28 ივნისისა.

ლოტი N4:

  • ტურბინის სარეზერვო წინა და უკანა სახურავების აღდგენა ტექნიკური დავალების, სპეციფიკაციისა და ნახაზების მიხედვით. რემონტი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2017 წლის 10 მარტისა.

ლოტი N5:

  • G1 ტურბინის კაპიტალური რემონტი ტექნიკური დავალების, სპეციფიკაციისა და ნახაზების თანახმად. რემონტი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2017 წლის 10 მარტისა.

თითოეული ლოტისათვის ტექნიკური დავალება და ნახაზები იხილეთ დართულ ფაილებში.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილები.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადების წარდგენის წესი:

  • საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტებში თითოეული ლოტისთვის. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.

კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება, ტენდერისა და ლოტის ნომერი; დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 3 თებერვლის 14:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე:

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 599 88 11 66, საკონტაქტო პირი: ლერი ჭიპაშვილი.
დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22, საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები