ჩაბარების ვადა:

18 აპრილი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T21659 - ტენდერი სამედიცინო აპარატურის (CT, MRI, ANGYO) შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა: 18 აპრილი, 18:00 საათი.
შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს “ვიანი”(„შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: „CT, MRI, ANGYO-ს შესყიდვაზე-  მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან გაფორმდება  1 წლიანი მოქმედების ხელშეკრულება. ამასთან, შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეეს, როგორც სს „ვიანი“,

შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 15 აპრილის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება  1 აპრილი 2024
  • სატენდერო წინადადებების მიღება 18 აპრილი 2024
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა: 26 აპრილი 2024
  • ხელშეკრულების გაფორმება: 10 მაისი 2024

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.

ტენდერით შესასყიდი საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები:

  • შესასყიდი საქონელი: სამედიცინო აღჭურვილობა. მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს აპარატურის მიწოდება და მონტაჟი.  
  • შესასყიდი საქონლის ჩამონათვალი და სპეციფიკაციები მოცემულია დანართ #1-ში და დანართ #5-ში.

შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ

  • ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
  • სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 

  • შესყიდვის ფასი
  • მიწოდების / მომსახურების ვადები
  • საგარანტიო პირობა
  • კომპანიის გამოცდილება/ სანდოობა
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირებს, რომელთა წლიურმა ბრუნვამ ბოლო დასრულებული საგადასახადო წლის მანძილზე შეადგინა არანაკლებ 500,000 ლარი.

სატენდერო წინადადება

(ა) სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • ბოლო 1 დასრულებული საგადასახადო წლის ბალანსი და მოგება-ზარალის უწყისი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი;
  • „ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
  • „კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #4-ს სახით;
  • შევსებული და ხელმოწერილი განფასება/ფასთა ცხრილი (ლარში, დღგ-სა და ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით) - მოცემული და დადგენილი დანართი #5-ს სახით;
  • ინფორმაცია ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის მიწოდებაზე (დეტალები, აღწერილობა, გამოცდილება, სხვა არსებითი გარემოებები).

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ (ა) იგი გაეცნო დანართი #6-ს სახით წარმოდგენილ შესყიდვის ხელშეკრულების ნიმუშს, რომლის გაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან და თანახმაა აღნიშნული რედაქციის გაფორმებაზე და (ბ) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფას/ებ/ი ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა.

(ბ) დამატებითი მოთხოვნები (ასეთის არსებობისას): 

იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის პროცესში ადგილი ექნება საავანსო გადახდის მოთხოვნას, გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებისათვის სავალდებულო პირობაა, ავანსის უზრუნველსაყოფი საბანკო გარანტიის წარმოდგენა შემსყიდველისათვის, გაცემული ამ უკანასკნელისათვის მისაღები ფინანსური ინსტიტუტის მიერ.

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    - სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.

არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

ვაცხადებთ ტენდერს შემდეგ აპარატურაზე:

  • 5 ტესლიანი MRI ახალი
  • 3 ტესლიანი MRI ახალი
  • CT 128 შრიანი ახალი./მეორადი 3 ცალი
  • CT 16 შრიანი ახალი./მეორადი
  • ANGYO – 2 ცალი

დანართ N1-ში მოცემული გვაქვს აპარატურის ზოგადი სპეციფიკაციები, ხოლო დანართ N5-ში კი დეტალური სპეციფიაკციები, იმისთვის, რომ თქვენს მიერ შემოთავაზებული აპარატურა უფრო დეტალურად შეფასებადი იყოს.

გთხოვთ შემოგვთავაზოთ რაც შეიძლება ბევრი სხვადასხვა ვარიანტი, როგორც მეორადებზე ისე ახალ აპარატებზე.

შემოთავაზებები მიიღება, როგორც აპარატურის სრულ ჩამონათვალზე , ასევე ცალკეულაპარატებზეც, აქედან გამომდინარე შესაძლებელია გამოვლენილ იქნას, რამდენიმე პრეტენდენტი. გთხოვთ ეს გარემოება გაითვალისწინეთ განფასების მომენტში.

გთხოვთ ტენდერში ატვირთული ყველა დოკუმენტაცია შეგვივსოთ

დანართ #5-ში თითოეული აპარატის მოთხოვნილი სპეციფიკაციები ცალ-ცალკე გვერდზე არის წარმოდგენილი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 18 აპრილი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vian_medequipment@vian.health  , dmosidze@vian.health

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები

დოკუმენტაცია

დანართი 1 - სამედიცინო ინვენტარი დანართი 1 - სამედიცინო ინვენტარი
დანართი 2 - ინფორმაცია კომპანიის შესახებ დანართი 2 - ინფორმაცია კომპანიის შესახებ
დანართი 3- ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება დანართი 3- ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება
დანართი 4 - აფიდატივი დანართი 4 - აფიდატივი
დანართი 5 -სამედიცინო ინვენტარის შესყიდვის ტენდერის ფასთა ცხრილი დანართი 5 -სამედიცინო ინვენტარის შესყიდვის ტენდერის ფასთა ცხრილი
დანართი 6 - სტანდარტული ხელშეკრულ დანართი 6 - სტანდარტული ხელშეკრულ
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ტენდერი ტენდერი
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    2 აპრილი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა