ჩაბარების ვადა:

12 აპრილი 2024, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T21681 - ტენდერი სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 12 აპრილი, 16:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ინვეტი აცხადებს სატრანსპორტო მომსახურების ტენდერს. კომპანია ინვეტი ვეტერინარიის დარგში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომლის საქმიანობა საქართველოს ბაზარზე 22 წელს ითვლის.

სატრანსპორტო მომსახურების აღწერა - თურქეთიდან ტვირთის ტრანსპორტირება.

დეტალები:

  • 17 სატვირთო ავტომობილი;
  • ტვირთი თითოეულ სატვირთო ავტომობილში არაუმეტეს 24 ტონისა;
  • დატვირთვის მისამართი - Erenler OSB Mahallesi Recep Tayyip Erdoğan Blv. No : 30 Merkez / AKSARAY;
  • დაცლის მისამართი - საქართველი, მცხეთა ქანდა;
  • კომპანიას უფლება აქვს მომსახურება გაწიოს მათ შორის ქვეკონტრაქტორების მეშვეობით, დამკვეთის წინასწარი თანხმობით.
  • სავალდებულოა საერთაშორისო გადაზიდვების ტრანსპორტირების დაზღვევა.
  • დაზღვევის პირობა მოიცავდეს პუნქტს, რომლის თანამხად სადაზღვეო ინციდენტის დადგომის შემთხვევაში მოსარგებლე მხარე იყოს შპს ინვეტი.
  • მომსახურების გაწევა (ტვირთის აღება) შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანს 10 კალენდარული დღისა, ხოლო ტრანპორტორების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 კალენდარულ დღეს (ტვირთის აღებიდან).

მონაწილის მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება;
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია საერთაშორისო გადაზიდვებზე უცხოურ ვალუტაში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიურიმომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • ტენდერში გამარჯვებული სატრანსპორტო კომპანია ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირება განახორციელოს შესაბამისი წესების გათვალისწინებით;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გამოიყენოს ე.წ „ტენტით“ აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებები (ტრაილერები);
  • ტენდერში გამარჯვებული სატრანსპორტო კომპანია პასუხისმგებელია ყველა იმ ზიანსა და/ან ზარალზე, რომელიც მიადგება შემსყიდველის მასალას ტრანსპორტირებისას;
  • ტენდერში გამარჯვებული სატრანსპორტო კომპანიას მოეთხოვება უშუალო კომუნიკაცია ქარხანასთან, დატვირთვის დღისა და დროის შეთანხმება შესაბამის საკონტაქტო პირთან.
  • ყველა შესაძლო მოცდენის შესახებ წინასწარი ინფორმირება (ტარიფები დღეების/საათების მიხედვით) სავალდებულოა.
  • გაწერილი გრაფიკით მოწოდება მკაცრად სავალდებულოა.

სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. გადამზიდი კომპანიის შერჩევა და გამარჯვებულად გამოვლენა მოხდება შემსყიდველის შეხედულებისამებრ წარმოდგენილი ფასის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

გამარჯვებულ სატრანსპორტო კომპანიას გამოავლენს შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირ(ებ)ი და აცნობებს მას გადაწყვეტილებას. შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე სატრანსპორტო კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი სატრანსპორტო კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

სატენდერო წინადადება (მოთხოვნილი საბუთები დასკანერებული სახით) უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: Info@invet.ge; Luka.pareishvili@invet.ge და Mariam.khazaradze@invet.ge.

შემოთავაზების მიღება იწყება: 02.04.2024 18:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება: 12.04.2024 16:00

საკონტაქტო პირი:
ლუკა ფარეიშვილი
032 2 25 19 66

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები