9 აპრილი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT21719 - ტენდერი MDF კარებების რეალიზაციაზე
- გამომცხადებელი: სს სილქ ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 9 აპრილი 2024 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ტენდერს MDF კარებების რეალიზაციაზე.
კარებები განთავსებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2.
ტენდერში მონაწილე შემსყიდველმა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს რომ კარებების რეალიზაციის შედეგად ტრანსპორტირების ხარჯი სრულად უნდა ანაზღაურდეს შემსყიდველი კომპანიის მიერ.
MDF კარებების მოკლე აღწერილობა:
- მწარმოებელი : ავსტრია
 - საკეტი და საკიდი : იტალიური
 - რაოდენობა : 17 კარი
 - მდგომარეობა : კარგი (გამოყენებული)
 - სიგრძე : 220 სმ
 - სიგანე : 90 სმ
 - სისქე : 45 მმ
 - ჩარჩოს ზომა : 13 სმ
 - ფერი მუქი ყავისფერი
 
თანდართული დოკუმენტაცია :
- დანართი N1 - ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
 - დანართი N2 – ფასების ცხრილი;
 - დანართი N3 - ფოტომასალა
 
შემოთავაზებების მიღების წესი:
- შემოთავაზება დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოთ სს სილქ ბანკის სათაო ოფისის კანცელარიში, 9 აპრილს დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
 - მისამართი - ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი N 2.
 
წარმოსადგენ დალუქულ კონვერტზე აუცილებელი მონაცემები :
- ტენდერის სახელწოდება;
 - პიროვნების / კომპანიის სახელწოდება;
 - პირადი ნომერი / საიდენტიფიკაციო ნომერი;
 - საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა).
 
ამავდროულად, გთხოვთ სატენდერო წინადადება გამოაგზავნოთ ელექტრონული ფორმით 10 აპრილს შემდეგ ელ.ფოსტაზე procurement@silkbank.ge
დოკუმენტის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით, კითხვები შეგიძლიათ მოიწეროთ procurement@silkbank.ge მისამართზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ. ნომრებზე:
ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი
შალვა ლეჟავა 
ტელ: 577362888
ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტი
ელენე მუსხელიშვილი 
ტელ: 558750055
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი
 - 39200000 ავეჯის აქსესუარები
 - 44200000 სტრუქტურული მასალები
 - 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები