
ჩაბარების ვადა:
6 თებერვალი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2173 - ტენდერი სავიზიტო ბარათების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სავიზიტო ბარათების შესყიდვაზე.
საქონლის დასახელება - სავიზიტო ბარათი.
# | დასახელება/აღწერა | ერთი ერთეულის ფასი |
1 | სავიზიტო ბარათი |
შენიშვნა: ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, ასევე ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯების ჩათვლით;
სხვა პირობები:
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 თვიანი ხელშეკრულება;
- ტენდერში მონაწილე კომპანიებმა, ტენდერის დასრულებამდე, უნდა მიაწოდოს ბანკს აღნიშნული საქონლის ნიმუშები სათვო ოფისში (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა), ადმინისტრაციაში ვლადიმერ სიჭინავას სახელზე
- მოწოდების ვადები: თუ შეკვეთის რაოდენობა არ აღემატება 1 000 ერთეულს დღეში, მაშინ მოწოდება უნდა მოხდეს შეკვეთიდან 1 დღის განმავლობაში, ხოლო თუ შეკვეთის რაოდენობა აღემატება 1000 ერთეულს - შეკვეთიდან 3-4 დღის განმავლობაში.
- სავიზიტო ბარათის დეტალური სპეციფიკაციები:
- ზომა: 85X55 მმ.
- ორმხრივი ბეჭდვა - სრულფერიანი;
- ქაღალდი: 300 გრამიანი, Ecolabel;
- გლუვი ზედაპირით (Finesse Silk);
- ცვალებადი დიზაინით (შემსრულებელი ასრულებს დიზაინის მომსახურებას დამკვეთთან შეთანხმებით).
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 30 იანვრიდან 2017 წლის 6 თებერვლის ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 599 74 00 41-ვლადიმერ სიჭინავა
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=698&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები