ჩაბარების ვადა:

13 მარტი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T2175 - ტენდერი საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან აშშ დოლარის ოდენობის მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

საქართველოს მთავრობამ შექმნა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (“MCA-Georgia”), რომლის მეშვეობითაც გეგმავს კომპაქტის განხორციელებას.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველო აცხადებს ტენდერს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტების ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებების (STEM) საბაკალავრო პროგრამების საერთაშორისო (ABET) აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის და ABET აკრედიტაციისთვის საჭირო შესაძლებლობის გაძლიერების სტრატეგიის შემუშავების საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გიწვევთ სატენდერო წინადადებების წარმოსადგენად. დეტალები საკონსულტაციო მომსახურების შესახებ მოცემულია ტექნიკურ დავალებაში. დაინტერესების შემთხვევაში, მოწვევა წინადადებების წარმოსადგენად (“RFP”) ღიაა ყველა უფლებამოსილი საკონსულტაციო კომპანიისათვის და პირისათვის („კონსულტანტები“). 

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა სრული სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად და რეგისტრაციისათვის უნდა დააფიქსირონ ინტერესი ელექტრონული ფოსტით, ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით:

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
ქეთევან თათეშვილი
შესყიდვების კონსულტანტი
ელ. ფოსტა: procurement@mcageorgia.gektateshvili@mcageorgia.ge 

სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 13 მარტი, დღის 3:00 საათი, საქართველოს დროით (GMT+4). ამ დროის გასვლის შემდეგ მიღებული სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები