ჩაბარების ვადა:

10 მაისი 2024, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T21794 - ტენდერი საოფისე ფართის რემონტზე 2 ლოტად

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 10 მაისი, 12:00 საათი.
შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა

შპს „დიპლომატ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს 2 ლოტად:

ლოტი N1 (ქალაქი თბილისი , თენგიზ ჩანტლაძის ქუჩის I შესახვევი N10):

  • ოფისის სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები;
  • ოფისის საინჟინრო სისტემების მოწყობა.

 "დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. დიპლომატი საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P&G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

საპროექტო ტერიტორიის საკადასტრო კოდია: 01.19.17.001.044;

ოფისის სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების, ასევე საინჟინრო სისტემების მოწყობა საპროექტო დოკუმენტაციის, დანართი N2 და დანართი N3-ის შესაბამისად - პირველი სართულის გარეშე;

მონაწილემ ასევე უნდა მოახდინოს საპროექტო ტერიტორიის დათვალიერება და მოამზადოს კომერციული წინადადება დანართი N4-ის შესაბამისად, დამატებით ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ.

ლოტი N2 (ქალაქი თბილისი , თენგიზ ჩანტლაძის ქუჩის I შესახვევი N10):

  • ოფისის სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები;
  • ოფისის პირველ სართულზე სამზარეულოს მიშენება/გაფართოების სამუშაოები;
  • ოფისის და სამზარეულოს საინჟინრო სისტემების მოწყობა.

საპროექტო ტერიტორიის საკადასტრო კოდია: 01.19.17.001.044;

ოფისის სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების, ასევე საინჟინრო სისტემების მოწყობა საპროექტო დოკუმენტაციის, დანართი N2 და დანართი N3-ის შესაბამისად - პირველი სართულის ჩათვლით;

მონაწილემ ასევე უნდა მოახდინოს საპროექტო ტერიტორიის დათვალიერება და მოამზადოს კომერციული წინადადება დანართი N4-ის შესაბამისად, დამატებით ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ.

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია / დოკუმენტაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება:
    - მონაწილემ უნდა მოამზადოს ხარჯთაღრიცხვის ფაილები “lump sum” და ”Turn key” პრინციპით (ლოტი N1 & ლოტი N2) დანართი N5-ის შესაბამისად, რომელიც უნდა მოიცავდეს პროექტის სრულ ღირებულებას;
    - კომპანია იტოვებს უფლებას, რომ აღნიშნული პროექტის განფასება მოითხოვოს დეტალური BOQ -ს სახით.
    - პროექტის შესრულების გრაფიკი (Microsoft Project & PDF ვერსია);
    - გადახდის პირობები (საჭიროების შემთხვევაში).
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამკონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სასურველია მინ. 5 პროექტი).
  • მინიმუმ 3 სარეკომენდაციო წერილი.
  • მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე Tenders.ge
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

სატენდერო პროცედურები და ვადები:

  • წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა 2024 წლის 22 აპრილი 17:00 საათი.
  • სამშენებლო ხელშეკრულების ნიმუში წარდგენილი იქნება შპს „დიპლომატ ჯორჯია“-ს მიერ (იხ. თანდართული ფაილი)
  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. საპროექტო კომპანიის შერჩევა და გამარჯვებულად გამოვლენა მოხდება წარმოდგენილი ფასის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • მონაწილეების მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.

სამუშაოების დაწყების და დასრულების ვადები:

ლოტი N1:

  • დაწყება - 2024 წლის 20 მაისი;
  • დასრულება - სამუშაოების დაწყებიდან 3 თვე.
  • სამუშაოების შესრულების ვადა არის 3 თვე (90 კალენდარული დღე).

შემდეგი სამუშაოები უნდა ჩაბარდეს ეტაპებად (თუმცა მიმდინარეობა იქნება პარალელური):

  • სარემონტო ნაწილი;
  • ელექტრული ნაწილი;
  • სუსტი დენების ნაწილი;
  • წყალმომარაგება-კანალიზაცია და სანიაღვრე/წყალარინების ნაწილი;
  • სახანძრო წყალსადენის ნაწილი;
  • გათბობა-კონდიცირება და ვენტილაციის ნაწილი;
  • პროექტით გათვალისწინებული სხვა სამუშაოები.

ლოტი N2:

  • დაწყება - 2024 წლის 20 მაისი;
  • დასრულება - სამუშაოების დაწყებიდან 4 თვე.
  • ამუშაოების შესრულების ვადა არის 4 თვე (120 კალენდარული დღე).

შემდეგი სამუშაოები უნდა ჩაბარდეს ეტაპებად (თუმცა მიმდინარეობა იქნება პარალელური):

  • სამშენებლო ნაწილი;
  • სარემონტო ნაწილი;
  • ელექტრული ნაწილი;
  • სუსტი დენების ნაწილი;
  • წყალმომარაგება-კანალიზაცია და სანიაღვრე/წყალარინების ნაწილი;
  • სახანძრო წყალსადენის ნაწილი;
  • გათბობა-კონდიცირება და ვენტილაციის ნაწილი;
  • პროექტით გათვალისწინებული სხვა სამუშაოები.
  • ხელშეკრულების შაბლონი წარდგენილი იქნება შპს დიპლომატ ჯორჯიას მხრიდან.
  • გამარჯვებული კომპანიის მხრიდან სავალდებულოა ხელშეკრულების საავანსო ღირებულების საბანკო გარანტიის წარდგენა.
  • შპს „დიპლომატ ჯორჯია“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 მაისი, 12:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:

პროექტის მენეჯერი
საკონტაქტო პირი: გიორგი ღარიბაშვილი
ელ. ფოსტა: g.gharibashvili@diplomat-global.com
ტელ: +995 577 20 03 42

შესყიდვების სუპერვაიზერი
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: constructionteam@diplomat.ge
ტელ: +995 571 77 22 11

შესყიდვების მენეჯერი:
საკონტაქტო პირი: ბაკო ხაბურძანია
ელ. ფოსტა: B.khaburdzania@diplomat.ge
ტელ: +995 577 14 44 40

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება

დოკუმენტაცია

Agreement on reconstruction works Agreement on reconstruction works
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
დანართი N4 დანართი N4
დანართი N5 დანართი N5
დანართი N3 - გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის გეგმები დანართი N3 - გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის გეგმები
დანართი N3 - ელექტრობა&სუსტი დენი დანართი N3 - ელექტრობა&სუსტი დენი
დანართი N3 - სახანძრო წყალსადენის გეგმები დანართი N3 - სახანძრო წყალსადენის გეგმები
დანართი N3 - წყალსადენ-კანალიზაციის გეგმები დანართი N3 - წყალსადენ-კანალიზაციის გეგმები
დანართი N2 დანართი N2
სატენდერო განაცხადი-ოფისის რეკონსტრუქცია სატენდერო განაცხადი-ოფისის რეკონსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    11 აპრილი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა