ჩაბარების ვადა:

16 თებერვალი 2017, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T2182 - ტენდერი ბაბიტი B-83-ის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა: 

შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს ნედლეულის, კერძოდ ბაბიტი B-83-ის შესყიდვაზე. 02/02-GIEC-M/BBT-17

შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაცია:

  • ბაბიტი კალის B-83 ტიპის. შემოთავაზება განსხვავებული სპეციფიკაციის ბაბიტზე არ მიიღება;
  • რაოდენობა - 500 კგ. შემოთავაზებები მიიღება ასევე ნაკლებ რაოდენობაზეც. 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება დანართი № 1 სახით სრულად შევსებული; (ფასი მოცემული უნდა იყოს მიწოდებით მისამართზე: ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა N2);
  • შემოთავაზებული პროდუქტის ხარისხის სერთიფიკატი;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 წერილი);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან); 

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია და შევსებული დანართი № 1 (ფასების ცხრილი) წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
    საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22 

დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 16 თებერვლის 16:00 საათამდე.

ტენდერის კატეგორია:

  • 14700000 ძირითადი ლითონები