ჩაბარების ვადა:

17 მარტი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2185 - ტენდერი მინი სპორტული მოედნის მშენებლობაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში

ტენდერის აღწერილობა: 

მერსი ქორფსი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არა-სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 38-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის/კომპანიის მიერ, როგორიცაა USAID, BP, KFW, ევრო კომისიის, იაპონიის საელჩოს მიერ, ამჟამად მერსი ქორფსი ახორციელებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org

აიდიეს ბორჯომი საქართველო არის აიდიეს ბორჯომი საერთაშორისო კომპანიის ნაწილი, რომელიც აერთიანებს ჩამოსასხმელი მინერალური წყლის საწარმოებს რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში. იგი ფლობს წამყვან პოზიციას დსთ-ს და ბალტიის ქვეყნებში. კომპანიის ისტორია სათავეს იღებს 2002-დან. დღესდღეობით აიდიეს ბორჯომი საერთაშორისოს პროდუქცია ექსპორტზე 40 ქვეყანაში გადის. აიდიეს ბორჯომი აწარმოებს და ამარაგებს მომხმარებელს ისეთი ცნობილი მინერალური წყლის ბრენდებით როგორიცაა: „ბორჯომი“, „მირგოროდსკაია“, „მორშინსკა“, „ტრუსკავეცკა“, „წმინდა წყარო“ და სხვები. ეს ლეგენდარული ბრენდები არის ცოცხალი ისტორია საქართველოს, უკრაინასა და რუსეთის მინარალური წყლების ინდუსტრიისა. ამ ისტორიის განივითარება დაიწყო XIX საუკუნეში. ჩამომსხმელი ბორჯომის მინერალური წყლის ჩამოსხმა დაიწყო უშუალოდ რომანოვების საიმპერატორო სახლის პატრონაჟით, ხოლო აიდიეს ბორჯომი საერთაშორისოს ისტორია უფრო ბევრად მოგვიანებით. აიდიეს ბორჯომის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://www.ids-borjomi.ge 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის განვითარების ახალი მიდგომა საქართველოში“ არის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ნაწილი, რომელიც პირველად “მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში“ ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს სოფლად სიღარიბის დაძლევაში; ხელი შეუწყოს და განავითაროს აღმავალი, საზოგადოებაზე ორიენტირებული სასოფლო განვითარების მიდგომა, რომელიც მხარს დაუჭერს სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებას ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „სოფლის განვითარების ახალი მიდგომა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, საო. „მერსი ქორფსი“ შპს. „აი-დი-ეს ბორჯომი საქართველოსთან“ თანამშრომლობით აცხადებს ტენდერს: სპორტული მოედნის მშენებლობაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ზემოთ ხსენებულ ტენდერში.

განაცხადის შემოტანა უნდა მოხდეს დახურული კონვერტში, სადაც გარკვევით იქნება მითითებული რისთვისაა განკუთვნილი ეს განაცხადი და ვის მიერაა შემოტანილი. სატენდერო დოკუმენტაციის შემოსატანად მისამართი მოცემულია ქვემოთ. 

  • სამუშაოების განხორციელების ადგილის მონახულება სავალდებულოა. მონაწილე, რომელიც არ დაესწრება ამ ვიზიტს ავტომატურად გაეთიშება კონკურსს. სატენდერო კომიტეტი აღრიცხავს ყველა მონაწილეს, რომელიც ინახულებს მშენებლობის ადგილს.
  • სავალდებულოა ! ყველა მონაწილე დაესწროს შეთავაზებების გახსნის პროცედურას.

პროექტის ადგილის დათვალიერება მოხდება 2017 წლის 15 თებერვალს 12:00 საათზე. გასვლა მერსი ქორფს-ის ბორჯომის ოფისიდან.

სატენდერო დოკუმენტაციის შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 17 მარტი. 17:00 საათზე.

ტენდერის განხილვა ჩატარდება 2017 წლისს 22 მარტს მერსი ქორფსის ბორჯომის ოფისში 11:00 საათზე.

“მერსი ქორფს”-ის ბორჯომის ოფისი
საქართველო, ქ. ბორჯომი, ერეკლეს ქ. # 37.

საკონტაქტო პირები:
მერსი ქორფსიდან:

კოტე ბეგიაშვილი
ელ.ფოსტა - kbegiashvili@mercycorps.org
მობ: 599 31 52 29

IDS ბორჯომი :
მიხეილ შარაშენიძე
ელ.ფოსტა: msharashenidze@borjomi.com 
მობ: 574907040

*** მერსი ქორფს-ის წარმომადგენლობა საქართველოში და არც „IDS ბორჯომი საქართველო“ არ იღებენ პასუხისმგებლობას არანაირ ხარჯზე რომელსაც, ტენდერში მონაწილე ორგანიზაცია გაიღებს სატენდერო დოკუმენტაციის და მუშა ნახაზების მომზადებისათვის. 

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები