ჩაბარების ვადა:

17 თებერვალი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2186 - ტენდერი ექსპორტის განვითარებისა და ბიზნეს კლასტერინგის მხარდაჭერაზე

ტენდერის აღწერილობა: 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქმიანობა/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად.

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 17.02.2017 -ის 18:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა დახურულ კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში შინაარსობრივი შემოთავაზება.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ მხოლოდ ინგლისურ ენაზე. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში. 

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • ფირმის სრული სახელწოდება
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
  • ტენდერის დასახელება - ექსპორტის განვითარებისა და ბიზნეს კლასტერინგის მხარდაჭერა
  • წარწერა ,,კონფედენციალურია,,
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე
  • გთხოვთ შემოთავაზებები დააფიქსიროთ ეროვნულ ვალუტაში 

გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა. 

აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის ქ. 31ა
0108 თბილისი

მიუთითეთ შემდეგი პროგრამის ნომერი 13.2144.7-008.00
და აგრეთვე ტენდერის ნომერი 83250936

და დანომროთ კონვერტები
(I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება). 

პროცედურული თუ ტექნიკური შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა: 

ქალბატონ ეთერ კონჯარიას
ტელ. ნომერი 995 32 2 201802
eteri.konjaria@giz.de 

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 23.02. 2017 -სთვის. 

ტენდერის კატეგორია:

  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება