ჩაბარების ვადა:

23 აპრილი 2024, 16:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T21886 - ტენდერი ღია ბორტიანი მიკროავტობუსებით მომსახურებაზე 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ტენდერს ღია ბორტიანი მიკროავტობუსებით მომსახურებაზე 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით.

1.2 დასაქირავებელი ტექნიკის რაოდენობა და ტექ. მახასიათებელი-დავალება:

დანართ N1-ში მოცემულია დასაქირავებელი მიკროავტობუსების სამუშაო გრაფიკები, და ინფორმაცია შესასრულებელ მომსახურებასთან დაკავშირებით.

პრეტედენტს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა როგორც ერთი მიკროავტობუსის შემოთავაზებით, ასევე რამოდენიმე მიკროავტობუსით.

1.3 განფასება:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასი ლარში დანართი N1-ის ექსელის მიხედვით.

1.4 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, 30 დღიანი საკონსიგნაციო პერიოდის გავლის შემდგომ გაფორმებული მიღება-ჩაბარებების საფუძველზე.

1.5 პრეტენდენტის ტენდერში წარმოსადგენი მონაცემები:

  • ინფორმაცია პრეტედენტის შესახებ (დანართი N1-ის შესაბამისად)
  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად)
  • მიკროავტობუსზე გავლილი ტექ-დათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი;

შენიშვნა:

  • ტენდერში წარმოდგენილი პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
  • სამუშაო პროცესში მიკროავტობუსი თუ გამოვიდა მწყობრიდან და ვერ განაგრძო მუშაობა, შემსრულებელი ვალდებულია ჩაანაცვლოს მიკროავტობუსი არაუგვიანეს ერთი საათისა ან იმ დღის მომსახურება საფასური დამკვეთის მხრიდან არ ანაზღაურდება.

1.6 ხელშეკრულების გაფორმება:

წინამდებარე ტენდერის ფარგლებში დაიდება ჩარჩო ხელშეკრულება 6 თვის ვადით.

1.7 სხვა მოთხოვნა:

  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • დამკვეთი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისიმიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

დამკვეთი, გამარჯვებულ შემსრულებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. დამკვეთი,  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

დამკვეთი,  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დამკვეთი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის, მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 23 აპრილის 16:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    16 აპრილი 2024 დრო 15:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა