ჩაბარების ვადა:

30 აპრილი 2024, 16:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T21895 - ტენდერი სხვადასხვა ტექნიკის და ავტომობილების ავტოტექ მომსახურების მიღებაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ტენდერს სხვადასხვა ტექნიკის და ავტომობილების ავტოტექ მომსახურების მიღებაზე

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

დანართი N1-ით განსაზღვრულია სხვადასხვა ტიპის ავტოტექმომსახურების დასახელებები ავტომობილის/ტექნიკის მოდელების მიხედვით.

აღნიშნული დანართი წარმოდგენილია 4 (ოთხი) ლოტად:

  • ლოტი N1 - მსუბუქი ავტომობილებისთვის მოთხოვნილი ავტოტექმომსახურებების ჩამონათვალი;
  • ლოტი N2 - ნახევრად სატვირთო ნახევრად სამგზავრო (მიკროავტობუსები) ავტომობილებისთვის მოთხოვნილი ავტოტექმომსახურებების ჩამონათვალი;
  • ლოტი N3 - სატვირთო ტექნიკისთვის მოთხოვნილი ავტოტექმომსახურებების ჩამონათვალი;
  • ლოტი N4 - ექსკავატორებისთვის მოთხოვნილი ავტოტექმომსახურეების ჩამონათვალი;

ტექნიკის საიდენტიფიკაციო მონაცემები მოცემულია დანართ N1-ში;

პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს ფასები დღგ-ეს ჩათვლით; 

რეტედენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს როგორც ყველა ლოტზე ასევე მისთვის სასურველ რომელიმე ერთ ლოტზე; ასევე პრეტედენტს აქვს უფლება წინადადება დააფიქსიროს ლოტში რომელიმე კონკრეტულ მოდელზე.

 1.3 განფასება

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შეთავაზება (ლარში დღგ-ეს ჩათვლით) დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში;

რეტედენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს როგორც ყველა ლოტზე ასევე მისთვის სასურველ რომელიმე ერთ ლოტზე; ასევე პრეტედენტს აქვს უფლება წინადადება დააფიქსიროს ლოტში რომელიმე კონკრეტულ მოდელზე;

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • პრეტედენტის შესრულებული სამუშაო უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შესრულებულ მომსახურებაზე უნდა გავრცელდეს მინიმუმ 3 თვიანი გარანტია. დიდ პერიოდზე შემოთავაზებულ საგარნტიო პერიოდს მიენიჭება უპირატესობა;
  • პრეტედენტის შემოთავაზება ძალაში უნდა იყოს ტენდერის დასრულებიდან30 დღის განმავლობაში;
  • გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება შემოთავაზებულ ფასებზე 1 წლის ვადით;
  • GWP ანგარიშსწორებას მოახდენს საქონლის/მომსახურების შესყიდვის ზედანდების/ფაქტურის გამოწერიდან და დადასტურებიდან არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში;
  • პრეტედენტს უნდა გააჩნდეს თითოელი ლოტისთვის მინიმუმ ორი სერვის ბოქსი; ბოქსების რაოდენობას მიექცევა ყურადღება; პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს სერვის ბოქსების სურათები

1.4 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ 

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული მომსახურების  უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ანალოგიური საქმიანობის შესრულების გამოცდილება;

1.5 ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.6 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები

  • ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად) და თანხმობა განსაკუთრებულ მოთხოვნებზე (პუნქტი 1.3);
  • შემოთავაზებული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი პუნქტი 1.4-ის შესაბამისად;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ანალოგიური საქონლის/მომსახურების მიწოდების გამოცდილება;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.7 ხელშეკრულების გაფორმება

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით.

1.8 სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისიმიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი,  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი,  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის, მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 30 აპრილის 16:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი 
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067

ტენდერის კატეგორია:

  • 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    16 აპრილი 2024 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა