ჩაბარების ვადა:

24 აპრილი 2024, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T21906 - ტენდერი შედუღება/ღუნვის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს შედუღება/ღუნვის მომსახურების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
შედუღება/ღუნვის მომსახურების შესყიდვა 800


ხელშეკრულების გაფორმებამდე საჭიროა სატესტოდ მომსახურების მიღება.

სამუშაოს ჩამონათვალი:

დასახელება: მეტალის დეტალების ღუნვა და შედუღება

სურათი ნომერი 1: დეტალი N1 - მეტალის სისქე 2.5მმ, შედუღება
სურათი ნომერი 1: დეტალი N2 - მეტალის სისქე 2.5მმ, ერთი ღუნვა და შედუღება
სურათი ნომერი 1: დეტალი N3 - მეტალის სისქე 2.5მმ, სამი ღუნვა და შედუღება
სურათი ნომერი 1: დეტალი N4 - მეტალის სისქე 2.5მმ, ორი ღუნვა და შედუღება

სურათი ნომერი 2: დეტალი N5 - მეტალის სისქე 1.5მმ, სამი ღუნვა და შედუღება
სურათი ნომერი 2: დეტალი N6 - მეტალის სისქე 1.5მმ, შედუღება
სურათი ნომერი 2: დეტალი N7 - მეტალის სისქე 1.5მმ, შედუღება

სურათი ნომერი 3: დეტალი N8 - მეტალის სისქე 1.0მმ, სამი ღუნვა და შედუღება
სურათი ნომერი 3: დეტალი N9 - მეტალის სისქე 1.0მმ, სამი ღუნვა და შედუღება
სურათი ნომერი 3: დეტალი N10 - მეტალის სისქე 1.0მმ, ორი ღუნვა და შედუღება
სურათი ნომერი 3: დეტალი N11- მეტალის სისქე 1.0მმ, შედუღება

სურათი ნომერი 4: დეტალი N12- მეტალის სისქე 2.5მმ, შედუღება
სურათი ნომერი 4: დეტალი N13- მეტალის სისქე 2.5მმ, ერთი ღუნვა და შედუღება
სურათი ნომერი 4: დეტალი N14- მეტალის სისქე 2.5მმ, ორი ღუნვა და შედუღება

სურათი ნომერი 5: ღუნვის და შედუღების შედეგად მიღებული პროდუქტი

ჯამში: ღუნვის რაოდენობა 20
ჯამში: შედუღების სიგრძე 3500მმ

  • მომსახურების მიღების ვადა - ყოველთვიურად 160 ცალი (კვირაში 50 ცალი), პირველი ეტაპის მოწოდება 2024 წლის მაისი.
  • ანაზღაურება - თითოეული ეტაპის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში

სატენდერო პირობები

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 24/04/2024 15:00 საათი

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 24 აპრილი, 15:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

ლელა ტყეშელაშვილი
ტელ" +995 599 27 87 97
ელ.ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 43700000 მეტალურგიული დანადგარები და მათთან დაკავშირებული ნაწილები
  • 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
  • 14700000 ძირითადი ლითონები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    17 აპრილი 2024 დრო 15:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა