ჩაბარების ვადა:

7 მაისი 2024, 16:00

სტატუსი:

მიმდინარე

T21909 - ტენდერი მონაცემთა ცენტრის სერვისების შესყიდვაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. სატენდერო წინადადებების მიღების ვადა: 7 მაისი, 16:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს  “პროკრედიტ ბანკი” აცხადებს ტენდერს მონაცემთა ცენტრის სერვისების შესყიდვაზე.

სს “პროკრედიტ ბანკი” განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკია, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობა და საბანკო მომსახურების მიღება ელექტორნული სერვისების გამოყენებით.  „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

ტენდერის მოთხოვნები:

მონაცემათა ცენტრის სერვისების შესყიდვა

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ტექნიკურ - ფუნქციონალური მოთხოვნები

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები თავისუფალი ფორმის ცხრილის მიხედვით. (დაგვითვალეთ ღირებულება ერთ, ორ და სამწლიანი კონტრაქტის შემთხვევაში)***
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა
: 07  მაისი 2024 წ.  (16:00 საათამდე

ტექნიკურ/ტენდერის  საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

გიორგი ჩაკვეტაძე
საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განყოფილება  
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1844) 
E-mail: geo.it.infrastructure@procredit-group.com

რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 
E-mail: geo.tenders@procredit-group.com

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები