ჩაბარების ვადა:

26 აპრილი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T21939 - ფასთა გამოკითხვა SMS მომსახურების შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

სს ევექსი აცხადებს ფასთა გამოკითხვას SMS მომსახურების შესყიდვაზე.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილე პრეტენტები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებითთანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ მომსახურების მიწოდებას წარმოდგენილიკომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციისმეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.

პროცესში მონაწილეობის მსურველმა პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა: ქართული
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედებისგანმავლობაში
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოსხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადსა და გადასახდელს.

კომერციული წინადადება უდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • ანგარიშსწორების პირობები
  • კომპანიის პორტფოლიოს
  • ინფორმაცია პრეტენდენტის მუშოაბის გამოცდილების შესახებ (არანაკლებ 3 წელი);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტისმისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან/ინფორმაცია კომპანიის საბოლოო ბენეფიციარების შესახებ;

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება მოწოდებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში. აღნიშნული პროცესი დასრულებულადჩაითვლება ფასთა გამოკითხვის დასრულების შემდგომ.

წარმოდგენილი კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესშიპოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის თუმცა, შემსყიდველი არ იღებს ვალდებულას წარმოდგენილი წინადადებ(ებ)ის საფუძველზე გააფორმოს პოტენციურ კონტრაქტორთან ხელშეკრულება.

ხარჯები:

მონაწილე იღებს პასუხისმგებლობას ყველა ხარჯზე, რომელიც დაკავშირებულია წინადადებებისა და შესაბამისიდოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენასთან და ორგანიზატორი არცერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი ამხარჯებზე, მიუხედავად შერჩევის შედეგებისა.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც იურიდიულ ისე ფიზიკურ პირებს.

სს ევექსის მიერ მოთხოვნილი მომსახურების დეტალები:

  • SMS შეტყობინების სახეები:
  • ჯავშნის SMS პაციენტებთან;
  • ჯავშნის SMS ექიმებთან;
  • კვლევის შედეგების SMS;
  • პაციენტის დანიშნულების/დასკვნის SMS;
  • ავტორიზაციის SMS;
  • შეფასების SMS;
  • საჭიროების შემთხვევაში მარკეტინგული/სააქციო SMS
  • SMS-ების ნაწილის ლოგირება უნდა ხდებოდეს ჩვენს მხარეს, ნაწილი შემსრულებლის მხარეს.
  • SMS-ების რაოდენობა 1 თვის განმავლობაში - 2,000,000 – 2,500,000 SMS
  • მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა და მიღება შესაძლებელია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული GSM ოპერატორ(ებ)ის მობილურ ქსელში.

წინადადების წარმოდგენის ფორმა/ წარმოსადგენი ინფორმაცია (თითოეული დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი თავსართებით).

  • პორტფოლიო დანართი N3
  • გამოცდილება სარეკომენდაციო წერილი - დანართი N4 (იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში)

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 26 აპრილი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ გიქოშვილი
mgikoshvili@evex.ge
ტელ: +995 568 515 560

ტენდერის კატეგორია:

  • 64200000 სატელეკომუნიკაციო მომსახურებები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    22 აპრილი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა