26 აპრილი 2024, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT21955 - ტენდერი რაჭა ჰესის სადაწნეო მილსადენის სამომსახურეო გასხვისების ზოლში ხე-ტყის საფარის გაჩეხვის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს რაჭა ჰესის სადაწნეო მილსადენის სამომსახურეო გასხვისების ზოლში ხე-ტყის საფარის გაჩეხვის მომსახურებაზე:
ტენდერი: #19/04-GIEC-RachaHPP/Deforesting-24
მომსახურების/სამუშაოს აღწერა:
- რაჭა ჰესის სადაწნეო მილსადენის (სიგრძე L=1000 მ. სიგანე B=20 მ.) ახლადამოსული ხე-ტყის საფარისგანგაჩეხვა / გაწმენდა.
- ხეების მოჭრა და დასაწყობება. (ზომა 50მმ-იდან 75მმ-მდე.)
- გაჩეხილი ხე-ტყის და მცენარეების გატანა უახლოეს ნაგავსაყრელამდე (დაახლ. 5კმ).
ლოკაციის მისამართი:
ამბროლაურის რაიონი, სოფელი სადმელი
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ; დამკვეთის შეხედულებით საორიენტაციო შესრულების ბოლო ვადა გახლავთ 20 მაისი;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ მსგავს სამუშაოებზე;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
აუცილებელი პირობები:
- პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე შეათანხმოს დამკვეთთან ყველა ტექნიკური საკითხი.
- შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და გამოგზავნილ იქნას მეილის სახით შემდეგ მისამართზე nputkaradze@gig.ge ან სურვილის შემთხვევაში წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - ქ.თბილისი, 0160, კ. გამსახურდიას გამზ. #34 / ალ. ყაზბეგის გამზ. #2. მეილში ან კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „რაჭა ჰესის სადაწნეო მილსადენის სამომსახურეო გასხვისების ზოლში ხე-ტყის საფარის გაჩეხვის მომსახურება“ და „ნომერი -#19/04-GIEC-RachaHPP/Deforesting-24, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: ნუცა ფუტკარაძე; ტელ: 577 32 02 15.
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის, 26 აპრილი, 15:00 სთ.
შეთავაზების ვალუტა: ლარი
საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ნუცა ფუტკარაძე
საკონტაქტო ნომერი: 577 320215
ელ. ფოსტა: nputkaradze@gig.ge
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ზურაბ გელაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 599881171
ტენდერის კატეგორია:
- 77200000 სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები