ჩაბარების ვადა:

13 მაისი 2024, 16:00

სტატუსი:

მიმდინარე

T21973 - ტენდერი ლეპტოპების და დოქ სადგურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს პროკრედიტ ბანკი - აცხადებს ტენდერს ტენდერი ლეპტოპების  და დოქ სადგურების შესყიდვაზე.

სს “პროკრედიტ ბანკი” განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკია, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობა და საბანკო მომსახურების მიღება ელექტორნული სერვისების გამოყენებით.

„პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია.

„პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

ძირითადი მოთხოვნები:

200 ცალი ლეპტოპის და მასთან თავსებადი 200 ცალი დოქ სადგურის შესყიდვა.

სავალდებულოა ტენდერში მონაწილე კომპანიამ სატესტოდ მოგვაწოდოს ერთი პორტატიული კომპიუტერი და ერთი დოქი.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • სპეციფიკაცია-მოთხოვნები.

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი);
  • ხელმოწერილი სპეციფიკაცია-მოთხოვნები (იხ.თანდართულ ფაილი);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ამონაწერი კრედიტ ინფოს ბაზიდან (შესაძლებელია ელექტრონული ვერსია).

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება;
  • წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და ჩააბარეთ ბანკის პირველ სართულზ არსებულ კანცელარიაში.

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა:  13 მაისი 2024  წელი 16:00 საათამდე.

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 
E-mail: geo.tenders@procredit-group.com

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ გთხოვთ მიმართოთ:

მარინე ქიმოსტელი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112 ტელ.: (+995 32) 2202222 (1880)
E-mail: Marine.Kimosteli@procredit-group.com

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები