ჩაბარების ვადა:

13 მაისი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T21997 - ტენდერი გენერატორების და UPS-ების (უწყვეტი კვების წყარო) მიწოდებასა და მონტაჟზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ: UPS -ების ტექნიკურ სპეციფიკაციებში.
შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს დიზელ-გენერატორების და UPS-ების მოწოდებასა და მონტაჟზე.

  • ტენდერი ცხადდება გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რაც გულისხმობს შემდეგს: გამარჯვებულ კომპანიასთან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში დაფიქსირდება წინასწარ შეთანხმებული სპეციფიკაციებისა და მახასიათებლების მქონე გენერატორების და UPS-ების სატენდერო ფასები დანართი N1-ით განსაზღვრულ პოზიციების შესაბამისად. წლის განმავლობაში, ბანკი-ს დაკვეთიდან 30-40 კალენდარულ დღეში კონტრაჰენტმა უნდა უზრუნველყოს ბანკის მიერ მოთხოვნილი გენერატორის და/ან UPS-ის მიწოდება და მონტაჟი ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასად;
  • წლის განმვალობაში შესასყიდი აგრეგატების მიახლოებითი რაოდენობა: 50 ერთეული სხვადასხვა სიმძლავრის დიზელ-გენერატორი, 50 ერთეული სხვადასხვა სიმძლავრის UPS
  • მოთხოვნილი რაოდენობები არის სავადაურო რისი შესყიდვაც საჭირო იქნება წლის განმავლობაში, თუმცა ბანკი პასუხისმგებლობას არ იღებს რომ აღნიშნული რაოდენობები არ შეიცვლება. რაოდენობები შესაძლოა შეიცვალოს როგორც ზრდის ასევე კლების მიმართულებით, ფაქტობრივი საჭიროების შესაბამისად;
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს. სპეციფიკაციები წარმოადგენს მინიმალურ მოთხოვნებს. ტენდერში მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნული სპეციფიკაციების ან უკეთესი მახასიათებლების მქონე პროდუქცია.
  • წინამდებარე დოკუმენტში ასევე მოცემულია თანმდევი მომსახურების აღწერა საგარანტიო პერიოდში. თუმცა, ტენდერში მონაწილემ, ხელშეკრულების გაფორმების წინ უნდა მოამზადოს სახარჯი მასალის სრული სია მწარმოებლის სახელმძღვანელოს მიხედვით და მათი მომსახურების პერიოდულობა გაწეროს მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით, რომელსაც წარუდგენს ბანკს.

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდების ვადა: მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან/დაკვეთიდან  30 – 40 კალენდარული დღის ვადაში;
  • მიწოდების მისამართი: ბანკის კონკრეტული მოთხოვნის შემთხვევაში ინდივიდუალურად;
  • ტესტირება: გენერატორს მოწოდებისას თან უნდა ახლდეს საქარხნო შემოწმების აქტი (FAT);
  • ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ. დოლარში გადასახადების ჩათვლით;
  • გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი ანალოგიური გამოცდილება.
  • რაზეც უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ შესყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა). იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში,შესაძლოა მითითებულ იქნას სისტემის მიერ მინიჭებული NAT/SPA/CMR ნომერი.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო 3 წელში შესრულებული:
     - სულ მცირე 5 კონტრაქტი რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული ბრენდის გენერატორის საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციას;
     - სულ მცირე 1 კონტრაქტი რომელიც დაადასტურებს არანაკლებ 300 კვა გენერატორის საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციას;
  • მწარმოებლის ავტორიზაცია: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ბრენდების მწარმოებლის მიერ გაცემული ავტორიზაცია (MAF);
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • შესყიდვის ობიექტის მინიმალური სპეციფიკაციები მოცემულია დანართ N1-ში და დანართ N3-ში.
  • სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს შემოთავაზებული მოდელის დეტალური სპეციფიკაციები.
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.

შეფასების კრიტერიუმი და წონა:

  • 70%-კომერციული წინადადება (ფასი)
  • 20%-ბრენდი/მოდელი
  • 10%-კომპანიის ანალოგიური გამოცდილება

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვასან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 13 მაისი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო პირი:
ბექა მუმლაძე
მობ: 551462003

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    25 აპრილი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა