ჩაბარების ვადა:

11 აპრილი 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T22 - მეფუტკრეობის ინვენტარის შესყიდვა

ტენდერის აღწერილობა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე - პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" ახორციელებს მიმდინარე პროექტს - "საქართველოში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა" (NEO), რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არის მხარდაჭერილი. არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" ჩართულია მიმდინარე პროექტის იმ კომპონენტში, რომლის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლების გაზრდა, სიღარიბის დონის შემცირება, საკვების უსაფრთხობის გაუმჯობესება, შერჩეულ თემებში მცირე ოჯახური მეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის წყლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სოფლად ეკონომიკის განვითარება, უკიდურესად დაუცველი ოჯახების და ცალკეული პირებისათვის დახმარების უზრუნველყოფა.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" გეგმავს ქვე კონტრაქტორის შერჩევას, რომელიც განახორციელებს "სიდასთვის" მეფუტკრეობის ინვენტარის მოწოდებას.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილი.

მონაწილეობის მიღება:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას ფასთა კოტირებები (იხილეთ თანდართული ფაილი) ქვემოთ მოცემულ მისამართზე და ელექტონულ ფოსტაზე, არაუგვიანეს 2014 წლის 11 აპრილის 17:00 საათისა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა"
ფიროსმანის ქ. 9/1, რუსთავი
ტელ: +995 0341 25 88 22 (შიდა ნომერი 17)
მობილური 598 176 175 - დავით თარიმანიშვილი
ელფოსტა: david@cida.ge

ინფორმაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2014 წლის 11 აპრილი, 17:00 საათი. დაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ