ჩაბარების ვადა:

10 მაისი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T22018 - ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი (შემდგომში ბანკი) აცხადებს ტენდერს ორ ლოტად თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.

ტენდერი ცხადდება გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიასთან/კომპანიებთან (შემდგომში კომპანია) გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ჯანმრთელობის დაზღვევის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები.

ბანკი უფლებას იტოვებს ტენდერის ჩატარების შედეგად ხელშეკრულება გააფორმოს ორ კომპანიასთან და ამ მიზნით პოლისები გადაანაწილოს საკუთარი შეხედულებისამებრ, შესაბამისად დაინტერესებული პრეტენდენტი კომპანია ვალდებულია კომერციული წინადადება წარმოადგინოს ორი სახით: 

  • ლოტი I - სადაც ბანკი იტოვებს უფლებას, ტენდერის ფარგლებში შეარჩიოს მხოლოდ 1 კომპანია ექსკლუზიური უფლებით;
  • ლოტი II - სადაც ბანკი იტოვებს უფლებას, ტენდერის ფარგლებში შეარჩიოს 2 კომპანია და პოლისები გადაანაწილოს თანამშრომელთა არჩევანის მიხედვით.
     - შენიშვნა: რაოდენობის განსაზღვა მოხდება მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, რადგან აღნიშნული დამოკიდებულია ბანკის თანამშრომელთა თავისუფალ ნებაზე.
     - ბანკის თანამშრომელს უფლება აქვს შეიცვალოს მომსახურე კომპანია ყოველ 12 თვეში ერთხელ საკუთარი სურვილისამებრ.

ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 24 (ოცდაოთხი) თვეს. ამასთან, თუ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 6 (ექვსი) თვით ადრე რომელიმე მხარეს არ ექნება პრეტენზია ხელშეკრულების გაგრძელებასთან დაკავშირებით, ხელშეკრულება ერთჯერადად გაგრძელდება დამატებით 12 (თორმეტი) თვით.

ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი: 2024 წლის 2 აგვისტო.

დაზღვეულთა რაოდენობა ~12,200 ადამიანი (გადანაწილება დაზღვეული თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების რაოდენობის შეადგენს დაახლოებით 50-50%).

ტერმინთა განმარტებები და დამატებითი ინფორმაცია დაზღვევის შინაარსთან დაკავშირებით იხილეთ დოკუმენტის ბოლოს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება და შესაძლებლობა - ბანკს მოემსახუროს საქართველოს ყველა რეგიონში.
  • კომპანიამ დაზღვეულები უნდა უზრუნველყოს ელექტრონული ბარათებით.
  • მომსახურების შესასრულებლად კომპანიას უნდა ჰყავდეს კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი.
  • კომპანიის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ტენდერის განმავლობაში კომპანიას აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში შემოთავაზებული ტარიფი იქნება ფიქსირებული. კომპანია უფლებამოსილია მოახდინოს მომსახურების საფასურის გადახედვა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი, აშშ დოლარსა და ლარს შორის გადააჭარბებს 4.0-ს ამასთან მომსახურების საფასურის ცვლილება მოხდება მხოლოდ ბანკის თანხმობით და მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი დამატებითი შეთანხმებით;
  • მომსახურების ხარისხის კონტროლი - მომსახურების ხარისხის მაჩვენებლების შეფასებას მოახდენს ბანკისა და კომპანიის მიერ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შერჩეული დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია, გარკვეული პერიოდულობით. დეტალური ინფორმაცია იხ. ქვემოთ. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას, ამასთანავე ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.

აუცილებელი მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილეობისათვის, ზემოაღნიშნული სადაზღვევო პირობების დაკმაყოფილების გარდა დამზღვევი უნდა აკმაყოფილებდეს მომსახურების კუთხით შემდეგ პირობებს:

  • შემოთავაზებული უნდა იყოს გამონაკლისი შემთხვევებისთვის დაზღვევა, რომლის ფარგლებშიც უნდა ანაზღაურდეს ბანკის უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული არასტანდარტული შემთხვევები (მათ შორის კონკრეტული პაკეტის ფარგლებში ლიმიტის ამოწურვა) ჯამურად არანაკლებ 50,000 ლარის ოდენობით, რომლითაც სარგებლობის შესაძლებლობა გავრცელდება ყველა დაზღვეულზე;
  • შენარჩუნებული უნდა იყოს თანამშრომლისა და მისი დაზღვეული ოჯახის წევრის შესაძლებლობა მიმართოს ნებისმიერ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებას მისი შეხედულებისამებრ, ანაზღაურება მოხდება შესაბამისი პაკეტის მიხედვით (როგორც პროვაიდერ ასევე არაპროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებში);
  • მოსარგებლეს უნდა შეეძლოს, მიიღოს მიმართვები ონლაინ პორტალის საშუალებით, როგორც პროფილაქტიკურ ასევე გეგმიურ მომსახურებებზე.
  • მზღვეველი ვალდებულია დაზღვეულის სურვილის შემთხვევაში, დააზღვიოს დაზღვეულის ოჯახის წევრები მათი ასაკის შეუზღუდავად (მეუღლე და შვილ(ებ)ი / გერ(ებ)ი) მათთვის სასურველი სადაზღვევო პაკეტით, რომელიც არ არის აუცილებელი იყოს მისი ოჯახის წევრის პაკეტის მსგავსი;
  • მოცდის პერიოდის არ არსებობა ანაზღაურების მისაღებად;
  • ბანკს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სადაზღვევო პოლისს თავისი შეხედულებისამებრ დაამატოს დაზღვეულის ოჯახის ახლად შეძენილი წევრები;
  • დაზღვეულს უნდა ჰქონდეს უფლება სადაზღვევო წლის განმავლობაში ახლად მიღებული თანამშრომლების დაზღვევის (ინდივიდუალური სადაზღვევო წლის გათვალისწინებით);
  • სამედიცინო მომსახურების მიღებიდან დოკუმენტების ასანაზღაურებლად წარდგენისათვის დასაშვები ვადა უნდა იყოს 60 კალენდარული დღე;
  • წარდგენილი დოკუმენტების ანაზღაურება უნდა მოხდეს წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
  • მოქნილი ანაზღაურების სისტემა რაც მოიცავს თანხის ადგილზე გაცემას გარკვეულ ლიმიტამდე;
  • შემოთავაზებული უნდა იყოს ელექტრონული პორტალი, სადაც დაზღვეულს და მოსარგებლეს ექნება შესაძლებლობა მართოს პოლისი და მოითხოვოს ანაზღაურება;
  • შემოთავაზებულ უნდა იყოს დოკუმემნტების სადაზღვევოსთვის მიწოდების სქემა, თანამშრომლის სადაზღვევო ოფისში მისვლის გარეშე, რომელიც უნდა დაიფაროს სადაზღვევო კომპანიის ხარჯით;
  • დაავადებათა პროფილაქტიკა მიმართვის გარეშე/ონლაინ მიმართვით არანაკლებ წელიწადში 2-ჯერ, რომელიც ითვალისწინებს 1 ვიზიტის ფარგლებში ორი რომელიმე სისტემის ექოსკოპიას;
  • საზღვარგარეთ მკურნალობის ანაზღაურება;
  • ბანკის დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ ყოველწლიური შესაძლებლობა წინასწარ შეთანხმებულ ვადებში წინასწარ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში შეცვალონ ნებისმიერი პოლისი მათთვის სასურველით (აღნიშნული ვრცელდება როგორც ბანკის თანამშრომლებზე, ასევე მათ ოჯახის წევრებზე);
  • საჭიროების შემთხვევაში საგარანტიო წერილის გაცემა ყველა ლიცენზირებული კლინიკისთვის;
  • დაზღვევამდე არსებული დაავადებების ანაზღაურება;
  • სადაზღვევო კომპანია ვალდებულია ყოველწლიურად წელიწადში ორჯერ ჩაატაროს დაზღვეული თანამშრომლების კმაყოფილების კვლევა, რომლის კითხვარი წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული დამკვეთთან და კვლევაში მიღებული შედეგები უნდა იყოს გამჭვირვალე. კვლევის მიზანია თანამშრომელთა კმაყოფილების შენარჩუნება და გაუმჯობესება, რისთვისაც სადაზღვევო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს კვლევაში გამოვლენილი საკითხების გაუმჯობესება.

მომსახურების ხარისხის მართვა:

ბანკის მოთხოვნაა მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს წლიდან წლამდე. გაუმჯობესება შესაძლოა გამოიხატოს სადაზღვევო ლიმიტების ზრდით ან მომხმარებლების კმაყოფილების მაჩვენებლის ზრდით, იმის მიხედვით თუ რა კრიტერიუმები გამოვლინდება კვლევის შედეგად ყველაზე კრიტიკულ ფაქტორებად ბანკის თანამშრომლებისთვის.

მომხმარებლების კმაყოფილების გაზომვა მოხდება ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ, რის გასაზომადაც მხარეები გამოიყენებენ შიდა რესურსს ან/და გარე კონსულტანტს. კვლევის შედეგები და დათვლის მეთოდები უნდა იყოს ცხადი და გამჭვირვალე ორივე მხარისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს ზუსტად გამოვავლინოთ უკმაყოფილო დაზღვეულების გაჩენის მიზეზი.

კმაყოფილების სამიზნე მაჩვენებლის მაგალითი მოცემულია ქვემოთ:

          მინიმალური მაჩვენებელი
NPS 1 წელი 2 წელი 3 წელი
BASELINE + 10% (MIN 0 %) BASELINE + 15% (MIN 10%) BASELINE + 20% (MIN 20%)

 

მხარეების მიერ შეთანხმებული მომსახურების გაუმჯობესების გეგმის დარღვევა ჩაითვლება ხელშეკრულების პირობის დარღვევად, რის გამოც მხარეს დაეკისრება ფულადი ჯარიმა. აღნიშნულ სანქციის მოცულობა და ფორმასთან დაკავშირებით, გამარჯვებული პრეტენდენტი და ბანკი კონტრაქტის გაფორმებამდე აწარმოებენ დამატებით მოლაპარაკებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პრეტენდენტებმა ტენდერის ფარგლებში უნდა წარმოადგინონ მომსახურების გაუმჯობესების მართვის 3 წლიანი გეგმა.

ტენდერის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:

ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა ყველა სავალდებულო დოკუმენტი უნდა ატვირთონ პლატფორმაზე https://tenders.ge/ .

ამასთან, კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებსა და გადასახდელებს.

სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი:
    - (დანართი #1 - ლოტი I), რომელიც ასევე მოიცავს ინფორმაციას განსაფასებელი სადაზღვევო პოლისების შესახებ;
    - (დანართი #1 - ლოტი II), რომელიც ასევე მოიცავს ინფორმაციას განსაფასებელი სადაზღვევო პოლისების შესახებ;
    - დამატებითი გაუმჯობესებული პოლისების დაფარვები და განფასება;
  • შემოთავაზებული ბენეფიტების ცხრილი (დანართი #2);
  • შემოთავაზებული ფასდაკლებების ცხრილი (დანართი #2);
  • შევსებული დაავადებათა პროფილაქტიკის ცხრილი (დანართი #3);
  • საკონტაქტო ინფორმაცია / საბანკო რეკვიზიტები (დანართი #4);
  • შევსებული მზღვეველის კონტრაქტორი / პროვაიდერი დაწესებულებების სია და შესაბამისი შემაჯამებელი დანართი(დანართი #5);
  • მომსახურების გაუმჯობესების მართვის 3 წლიანი გეგმის დოკუმენტი;
  • ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
  • ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/01/2022 – 01/04/2023 პერიოდზე, შესატყვისი ექსელის ფაილით ან შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია (მოგება/ზარალის უწყისი);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ, მოკლე აღწერა/პრეზენტაცია (სადაც ნაჩვენები იქნება პრეტენდენტის გამოცდილება, კლიენტების სია, არსებული პროდუქტების ჩამონათვალი და ა.შ.).
  • მინიმუმ ორი რეკომენდაცია სხვა ორგანიზაციისაგან გაცემული უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში;

დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს, როგორც ხელმოწერილი/დასკანერებული სახით, ასევე ექსელის ფაილების სახითაც (აუცილებლად). ორ დოკუმენტს შორის სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ხელმოწერილ დოკუმენტს.

კომერციული წინადადების წარდგენის ინსტრუქცია:

დაინტერესებულმა კომპანიამ სავალდებულოდ უნდა შეავსოს ფასების ცხრილის ორივე დანართი, რომელიც განკუთვნილია შესაბამისი ლოტისთვის:

  • ლოტი I - სადაც ბანკი იტოვებს უფლებას, ტენდერის ფარგლებში შეარჩიოს მხოლოდ 1 კომპანია ექსკლუზიური უფლებით;
  • ლოტი II - სადაც ბანკი იტოვებს უფლებას, ტენდერის ფარგლებში შეარჩიოს 2 კომპანია და პოლისები გადაანაწილოს თანამშრომელთა არჩევანის მიხედვით.
     - შენიშვნა: რაოდენობის განსაზღვა მოხდება მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, რადგან აღნიშნული დამოკიდებულია ბანკის თანამშრომელთა თავისუფალ ნებაზე.
     - ბანკის თანამშრომელს უფლება აქვს შეიცვალოს მომსახურე კომპანია ყოველ 12 თვეში ერთხელ საკუთარი სურვილისამებრ.

ფასების ცხრილში მითითებულია 3 ძირითადი პაკეტი, რომელშიც (წინა წლების სტატისტიკით) ხვდება დაზღვეულთა დიდი ნაწილი, კერძოდ:

  • ბარათის ტიპი I - დაზღვეულთა 75%
  • ბარათის ტიპი II - დაზღვეულთა 10%
  • ბარათის ტიპი I* - აღნიშნული სადაზღვევო პაკეტით სარგებლობენ ბანკის თანამშრომლები სპეციფიური სამუშაო გარემოდან გამომდინარე, ამასთან:
     - აღნიშნული პაკეტით დაზღვეულთა რაოდენობა არ აღემატება 100-ს,
     - აღნიშნული პაკეტით არ სარგებლობენ მათი ოჯახის წევრები,
     - პაკეტის ფასი არ უნდა აღემატებოდეს ბარათის ტიპი I-ის ტარიფს.
  • გარდა ფიქსირებული ბარათის ტიპებისა, კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დამატებითი პოლისები გაუმჯობესებული დაფარვებით/ლიმიტებით (მინიმუმ 5). აღნიშნულ კატეგორიაში ხვდება დაზღვეულთა 15%. აუცილებელია კომპანიამ წარმოადგინოს ასევე, ის დამატებითი ბენეფიტები, რასაც გაუმჯობესებული პოლისები ითვალისწინებენ.

ანგარიშსწორება:

ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად. 

შეფასების კრიტერიუმები:

გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:

  • კომერციული წინადადება 60% (შეფასება მოხდება ბარათის ტიპი I და ბარათის ტიპი II-ის ტარიფებით)
  • მომსახურების არეალი (დაფარვა, პროვაიდერი კლინიკების რაოდენობა) 30%
  • დაავადებათა პროფილაქტიკა / დამატებითი ბენეფიტები / ფასდაკლებები 10%

წინადადებები შეფასდება სატენდერო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების და წონების მიხედვით. წინადადება შეიძლება ჩაითვალოს არსებითად შესაბამისად თუ ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს რაიმე მატერიალური გადახრების, დათქმისა და გამოტოვების გარეშე.

საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ბანკი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულის გამოვლენამდე, დაგეგმოს შეხვედრები ტენდერში მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების

წინადადების წარდგენით კომპანია ეთანხმება სატენდერო განაცხადში მითითებულ მოთხოვნებსა და პირობებს.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 მაისი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის მსვლელობის საკითხებთან დაკავშირებით:

ნინო მიქელაძე
nimikeladze@bog.ge
+995 (599) 88 43 22

დაზღვევის პირობებთან დაკავშირებით:

თიკო პატარქალიშვილი
tpatarkalishvili@bog.ge
+995 (558) 10 85 47

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები

დოკუმენტაცია

RFP ჯანმრთელობის დაზღვევის შესყიდვა (2024) NM04252024 RFP ჯანმრთელობის დაზღვევის შესყიდვა (2024) NM04252024
დანართი #1 - ფასების ცხრილი - ლოტი I დანართი #1 - ფასების ცხრილი - ლოტი I
დანართი #1 - ფასების ცხრილი - ლოტი II დანართი #1 - ფასების ცხრილი - ლოტი II
დანართი #2 - ბენეფიტები - ფასდაკლებები დანართი #2 - ბენეფიტები - ფასდაკლებები
დანართი #3 - დაავადებათა პროფილაქტიკა დანართი #3 - დაავადებათა პროფილაქტიკა
დანართი #4 - საბანკო რეკვიზიტები დანართი #4 - საბანკო რეკვიზიტები
დანართი #5 - პროვაიდერი კლინიკები ქალაქების მიხედვით დანართი #5 - პროვაიდერი კლინიკები ქალაქების მიხედვით
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    26 აპრილი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა