ჩაბარების ვადა:

21 ივნისი 2024, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T22149 - ტენდერი კახარეთ ჰესის სადერივაციო არხის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს  კახარეთ ჰესის სადერივაციო არხის სარეკონსტრუქციო სარემონტო სამუშაოებზე. (#07/05-GIEC/Rehab-2024).

მომსახურების აღწერა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“-ს საკუთრებაში არსებული კახარეთ ჰესის სადერივაციო არხის სარეკონსტრუქციო სარემონტო სამუშაოები.

მისამართი: ადიგენის რაიონი, სოფელი კახარეთი, კახარეთ ჰესი.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • შევსებული დანართი #1(ყველა არსებული გვერდი)
  • კომპანიის გამოცდილება მსგავს სამუშაოებზე არანაკლებ 2 წლისა;
  • ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ გეგმა-გრაფიკი;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
     - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია (ყველა მნიშვნელოვან სამშენებლო კვანძებთან დაკავშირებით) მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების მიხედვით.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისიგაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისარ არსებობის შესახებ.

წინადადების წარდგენის წესი:

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა  იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი; კახარეთ ჰესის სადერივაციო არხის სარეკონსტრუქციო სარემონტო სამუშაოები #07/05-GIEC/Rehab-2024

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: პრეტენდეტებს ეძლევათ 45 დღე წინადადების წარდგენის. 2024 წლის 21 ივნისი 17:00 სთ.

წინადადების ჩაბარება მოხდება შემდეგ მისამართზე:
ქ.თბილისი, კ. გამსახურდიას გამზ. #34, / ალ. ყაზბეგის გამზ. #2

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:

ავთანდილ მანჯავიძე 
ელ.ფოსტა: amanjavidze@gig.ge 
საკონტაქტო ნომერი: 595 71 12 72

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:

ლერი ჭიპაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები