ჩაბარების ვადა:

24 მაისი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T22232 - ტენდერი თანამშრომლების ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე. განიხილება მსუბუქი ავტომობილების/მინივენების და მიკროავტობუსების კომბინაცია. ტენდერში მონაწილების მიღება შეუძლიათ, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, სატრანსპორტო სფეროში არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილებით.

დავალებათა აღწერილობა:

ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს დანართ N3-ში მოცემული გრაფიკებისა და მისამართების მიხედვით, ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტის შემოთავაზება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: 

  • კომპანიამ უნდა უზრუნვეყოს ბანკის თანამშრომლების სამუშაო ადგილიდან საცხოვრებელ ადგილებამდე და პირიქით, საცხოვრებელი ადგილებიდან სამუშაო ადგილამდე ტრანსპორტირება; ტრანსპორტირების დროს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით შესაძლოა ერთზე მეტი თანამშრომლის გადაყვანა. 
  • ტენდერის მონაწილე კომპანის უნდა იყოს მოქნილი და შეეძლოს ცხრილში და გრაფიკებში განხორციელებულ ცვლილებებზე სწრაფი ადაპტაცია; ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე მძღოლებს შესაძლოა მოუწიოთ ცხრილის გრაფიკებიდან გადახვევა და დალოდება ან გამოძახების გადავადება და ისინი მზად უნდა იყვნენ ამგვარი მოქნილობისთვის;
  • კომპანიამ დანართ N3-ში მოცემული გრაფიკების გათვალისწინებით უნდა შემოგვთავაზოს 1 ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მძღოლის მომსახურების ღირებულება 1 თვის განმავლობაში. ასევე, უნდა განსაზღვროს სულ რამდენი ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნება საჭირო პროექტის განსახორციელებლად და მათი ნამრავლით გამოიყვანოს 1 თვის მომსახურების ფასი. 
  • ტენდერში მონაწილემ, პროექტის ფარგლებში 1თვის  მომსახურების ფასი ლარში (ჯამური სატენდერო ფასი) უნდა დააფიქსიროს დანართ N1-ში - „ფასების ცხრილი“ და ასევე ტენდერის ელ-პორტალის სისტემაში; ფასი უნდა მოიცავდეს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს, მათ შორის საწვავის ხარჯებს.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირისხელმოწერით.
  • პროექტის ფარგლებში უნდა გამოიყოს პროექტის კოორდინატორი, რომელსაც ექნება უშუალო კონტაქტი დამკვეთთან და  უნდა მუშაობდეს შესაბამისი ცხელი ხაზი, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში, კოორდინატორთან უწყვეტი კავშირის შესაძლებლობა ექნებათ დამკვეთის წარმომადგენლებს;
  • კომპანიას უნდა გააჩნდეს სულ მცირე 2 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
  • შემოთავაზებულ მძღოლებს უნდა გააჩნდეთ მგზავრთა გადაყვანის სულ მცირე 2 წლიანი ანალოგიური გამოცდილება;
  • შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უნდა ჰქონდეს გავლილი ტექნიკური დათვალიერება და უნდა იყოს კარგ მდგომარებაში;
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, მომსახურების სრულად დაჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) საბანკოდღის ვადაში.
  • პროექტის განხორციელების დროს, სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე დაუშვებელი იქნება 15 წუთზე მეტი ხნით დაგვიანება;
  • თანამშრომლის მგზავრობის დრო არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს, გთხოვთ, გაითვალისწინოთ მარშრუტის შედგენის დროს და საჭიროების შემთხვევაში გაითვალისწინოთ დამატებითი ავტომანქანა თუ მგზავრობის დრო აღემატება 1 საათს.

ტენდერის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • კომერციული წინადადება (დანართი N1);
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
  • კომპანიის/ფიზიკური პირის საქმიანობის მოკლე აღწერა (გამოცდილება, კლიენტების სია);
  • მძღოლ(ებ)ის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის მათი მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილების შესახებ მოკლემიმოხილვას;
  • შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის შესახებ ტექნიკური ინფორმაცია და ფოტოები.

ხელშეკრულების გაფორმების წინ, ტენდერში მონაწილეს შესაძლოა მოეთხოვოს მძღოლების შესახებ დამატებითიინფომაციის წარმოდგენა: ჯანმრთელობის ცნობა, ნასამართლეობის ცნობა, მართვის მოწმობაზე არსებული ქულებისრაოდენობის შესახებ ინფორმაცია/ცნობა. ასევე, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერებისდამადასტურებელი დოკუმენტი.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი სხვაიურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი. ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 24 მაისი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში; 

საკონტაქტო ინფორმაცია:

გიორგი ლომთაძე
glomtadze@bog.ge
579156796

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 მაისი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა