ჩაბარების ვადა:

31 მაისი 2024, 18:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T22284 - ტენდერი არქივის შენობის სახურავის გადახურვა/მოწყობის და შენობის უკანა კედლის შეფუთვის თაობაზე

  • გამომცხადებელი: ტერაბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 17 მაისი 2024 დრო 17:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 31 მაისი 2024 დრო 18:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს - არქივის შენობის სახურავის გადახურვა/მოწყობის და შენობის უკანა კედლის შეფუთვის თაოაბაზე.  

არქივის შენობის მისამართი: ჭირნახულის 30/35 (ლილოს მიმდებარე ტერიტორია)

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს :

  • ანალოგიური საქმიანობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • შესრულებულ სამუშაოებზე მოითხოვება მინიმუმ 5 წლიანი გარანტია.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას :

  • შევსებული ფასთა ცხრილი (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით)
  • მსგავსი პროექტების ჩამონათვალი.
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული, საკონტაქტო პირების ინფორმაციის მითითებით)
  • კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
  • საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ (ბოლო 6 თვის)

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.

 აუცილებელი პირობა :

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით
  • სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად www.tenders.ge-ს პლათფორმის საშუალებით .

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 მაისი (18:00 სთ-მდე). ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ .

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 31 მაისის 18:00 სთ-მდე
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია .

ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:

დიანა კოკოლიშვილი
ელ.ფოსტა: diana.kokolishvili@terabank.ge 
ტელ:
255 00 00 / (შიდა 2008). მობ: 599547702

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45500000 სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის მანქანა-დანადგარებისა და მათი ოპერატორების დაქირავება
  • 43300000 სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

მადლობა

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით. თქვენს მიერ მოწოდებულ ფასთა ცხრილში არის რამოდენიმე შეუთავსებლობა, კერძოდ: 1. შენობის სახურავის მოწყობა,სენდვიჩპანელის ზედაპირზე ხის კონსტრუქციებითა და პროფნასტილით. (49*12.5)+(5.5*3.5) მასალების რაოდენობაში მითითებული გაქვთ 614 მ2, როდესაც (49*12.5)+(5.5*3.5) = 631,75 მ2. 2. შეღებილი პროფილირებული თუნუქი (კორეული0) (8.0*49)+(5.5*49))*1.11+20მ2 - მითითებულია 675,5 მ2, როდესაც (8.0*49)+(5.5*49))*1.11+20 = 708,45 მ2. 3. ასევე არასწორად არის მითითებული ხის მასალა. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევებში, რით ვიხემძვანელოთ?

ტერაბანკი
ტერაბანკი

მოგესალმებით, 614 მ2 გახლავთ სახურავის ზედაპირი რაც უნდა გადაიხუროს. ხოლო 6. პუნქტში არის მითითებული თუნუქის საჭირო რაოდენობა 675 მ2 რაც საჭიროა მის მოსაწყობად. თუ თვლით რომ უზუსტობაა, შეიტანეთ შესწორება თქვენი შეხედულებისამებრ. ასევე შესაძლებელია ობიექტის ადგილზე დათვალიერება და აზომვა დაზუსტების მიზნით. მისამართი და საკონტაქტო მოწოდებული გვაქვს.