
21 თებერვალი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2235 - ტენდერი ფულის სათვლელი აპარატების შესყიდვა/მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ფულის სათვლელი აპარატების შესყიდვა/მომსახურებაზე.
# | დასახელება | რაოდენობა | ერთ.ფასი |
1 | 2 ჯიბიანი ფულის სათვლელი აპარატი | 200 ცალი | |
2 | მომსახურება/სერვისი | 200 ცალი |
შენიშვნა:
ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
მოთხოვნები:
- ჯიბეების რაოდენობა მინიმუმ 3 (ჩასატვირთი, ნამდვილი, საეჭვო);
- სენსორულმა სისტემამ უნდა შეამოწმოს ბანკნოტის ნომინალი, ზომები, სისქე, ინფრაწითელი, ულტრაიისფერი და მაგნიტური დამცავი ნიშნები;
- ფულის სათვლელში ადაპტირებული უნდა იყოს სრული კატალოგი (ლარის, დოლარის, ევროს, ფუნტის, რუბლის), ასევე მინიმუმ 2 სხვა ვალუტის დამატების საშულება კატალოგში; გარე ეკრანისა და პრინტერის მიერთების საშუალება
- სასურველია ფულის სათვლელ აპარატს დამატებით ქონდეს მექანიკურად ულტრაიისფერი დეტექციის გამოყენების საშუალება;
- სავარაუდო ზომები (სიგანე X სიღრმე X სიმაღლე) : 275 მმ X 260 მმ X 319 მმ;
- ჩინური მოდელები არ განიხილება;
გარანტიები:
- საგარანტიო პერიოდი არანაკლებ 12 თვისა;
საგარანტიო პერიოდის განმავლობაში სათადარიგო და ადვილად ცვეთადი ნაწილებით უფასო მომარაგება; - ქარხნული წუნის შემთხვევაში, ნასყიდობის წუნის აღმოფხვრას 3 (სამი) კალენდარულ დღეში ან ანალოგიურით შეცვლას წუნის აღმოფხვრამდე;
- მანქანების სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება განთავსების ადგილზე;
მომსახურება სერვისი:
- გაწმენდა სრული დაშლით ან დაშლის გარეშე თვეში 1-ჯერ;
- დარეგულირება;
- კალიბრაცია;;
მექამიკური შეკეთება; - დიაგნოსტიკა;
- ნაწილის შეცვლა (ნაწილის ხარჯს იღებს ბანკი) - იმ შემთხვევაში თუ პროფილაქტიკური მომსახურების დროს ბანკის მიერ მოხდება არასწორი მოხმარება და არ იქნება დაცული ექსპლუატაციის წესები, დარეგულირება;
პროგრამული შეკეთება - პროგრამის გადაყენება და კალიბრაცია
- პროგრამის განახლება
- პრობლემური ნომინალის შესწავლა, სკანირება
- განახლებული პროგრამის ჩატვირთვა
- კალიბრაცია
სხვა პირობები:
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
- პრეტენდენტებმა ტენდერის დასრულებამდე უნდა წარმოადგინონ ნიმუშები საქართველოს ბანკის სათავო ოფისში: ქ. თბილისი, გაგარინის #29ა (ლადო სიჭინავას სახელზე)
- გარანტია: 1 წელი
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2017 წლის 14 თებერვლიდან 2017 წლის 21 თებერვლის ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან: ლადო სიჭინავა ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*4617) მობ.:(+995 599) 740041/ ელ-ფოსტა: lsichinava@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 21 თებერვალი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=704&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები