ჩაბარების ვადა:

9 ივნისი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T22450 - ტენდერი SMS მომსახურებაზე

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია. ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 9 ივნისი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა

 შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს SMS მომსახურებაზე.

ტენდერის პირობები:

ადგილობრივი ოპერატორების მიმართულებით SMS შეტყობინებების  გაგზავნა სამი სახის:

  • სარეკლამო სმს მომსახურება, რომელიც გულისხმობს დამკვეთის მიერ შემსრულებლისთვის ელ-ფოსტის მისამართზე მიწოდებული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დაგზავნას შემსრულებლის არსებულ ბაზაზე.
  • საინფორმაციო ან/და სარეკლამო მომსახურება ინტერფეისით - რომელიც გულისხმობს შემსრულებლის მიერ დამკვეთისთვის მინიჭებული ინდივიდუალური ინტერფეისის გამოყენებით, შემსრულებლის ან/და დამკვეთის ბაზის მისამართით მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის უზრუნველყოფას;

    საინფორმაციო მომსახურება HTTP კავშირის გახსნა, - რომელიც გულისხმობს შემსრულებლის მიერ დამკვეთისთვის HTTP კავშირის გახსნას ამ უკანასკნელის მიერ საკუთარი სისტემით სარგებლობისას საკუთარი ბაზის მისამართით მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის მიზნით.

    SMPP კავშირის გახსნა და ამ პროტოკოლით განსაზღვრული ყველა ოპერაციის შესრულების შესაძლებლობა.

    SMS Query-ის მხარდაჭერა HTTP პროტოკოლით, ანუ კომპანიის ხუთნიშნა ნომერზე გამოგზავნილი SMS-ების მოწოდების შესაძლებლობა HTTP არხში.
  •  SMS Off-ის ფუნქცია ყველა ოპერატორთან:

    არსებულ
    ბაზაზე სმს-ების გაგზავნის შემთხვევაში გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე უარის თქმის მექანიზმი: მოკლე ნომერი, რომელიცშეტყობინების მიმღებს აძლევს შესაძლებოლობას უარი თქვას სარეკლამო შეტყობინებების მათშემდგომ მიღებაზე.
  • ე.წ. „შავი სიის ბაზის“ მიწოდება მოთხოვნის შესაბამისად:

    მიაწოდოს იმ ნომრების ჩამონათვალი, რომლებმაც ერთხელ უკვე განაცხადეს უარიდამკვეთისაგან SMS-ების მიღებაზე (.. შავი სიის ბაზა), ასეთის არსებობისა და შესაბამისი ბაზის ქონის შემთხვევაში;
  • SMS შეტყობინებების გამგზავნ სერვერთან ინტეგრაციის ტიპი უნდა იყოს HTTP და SMPPპროტოკოლი;
  • SMS შეტყობინებების გამგზავნი სერვერი უნდა იყოს მაღალი წარმადობის და შესაძლებლობა უნდაჰქონდეს წამში გააგზავნოს 300 - 400 SMS შეტყობინება;
  • მოთხოვნის შესაბამისად, ადრესატთა მახასიათებლების გათვალისწინებით(ასაკის, სქესის და უბნების (ადგილმდებარეობის)) უნდა მოხდეს შეტყობინებების გაგზავნა, ამასთან ადრესატის მახასიათებლებთან მიმართებით დასაშვებია მცირე ცდომილება, არ უნდა აღემატებოდეს შეტყობინება მიღებულ ადრესატთა 3%-ს
  • ფასები შემოთავაზებული უნდა იყოს ერთეულის მიხედვით შესაძლებელია რაოდენობების მიხედვით ტარიფების დაყოფა.

დამატებითი მოთხოვნები:

  • შემსრულებელი ვალდებულია დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები;
  •  კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;

დამატებითი ინფორმაცია

  • საშუალოდ ყოველთვიურად იგზავნება 8 000 000 – 8 500 000 შეტყობინება;
  • SMS-ების გაგზავნა ხდება როგორც API-ის საშუალებით HTTP და SMPP პროტოკოლების გამოყენებით, ისე მომწოდებლის კუთვნილი SMS-ების სამართავი ვებ-ინტერფეისიდან.
  • შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ერთი წლის ვადით;
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2024 წლის 29 მაისიდან 2024 წლის 9 ივნისის ჩათვლით;

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); 

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

მარიამ ყულიაშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
Mariam.Kuliashvili@orinabiji.ge
ტელ: 551 33 39 05

ტენდერის კატეგორია:

  • 32500000 სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები
  • 64200000 სატელეკომუნიკაციო მომსახურებები

დოკუმენტაცია