ჩაბარების ვადა:

10 ივნისი 2024, 12:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T22460 - ტენდერი უძრავი ქონების დაზღვევაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ვიანი“ შპს ‘’დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი’’ შპს ‘’კავკასიის მედიცინის ცენტრი  და სს ‘’ საქართველოს კლინიკები’’ შპს ‘’ალიანს მედი ‘’ შპს ‘’წყალტუბოს რაიონული საავადმყოფო’’ . შპს ‘’ახალი კლინიკა’’ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: „უძრავი ქონების დაზღვევა“ -  მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას. 

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განმარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან გაფორმდება  1 წლიანი მოქმედების ხელშეკრულება. ამასთან, შესყიდვის ხელშეკრულებას გააფორმებს როგორც სს ვიანი და მასში შემავალი  კომპანიები ერთად  ასევე  ცალ-ცალკე საქართველოს კლინიკები და მასში შემავალი კომპანიები.  

შემსყიდველი უფლებას იტოვებს ხელშეკრუილება გაუფორმოს დამზღვევს როგორც ერთიანად ყველა ობიექტზე ასევე ცალ-ცალკე . 

შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 10 ივნისის  12:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება:  29 მაისი 2024
  • სატენდერო წინადადებების მიღება: 10 ივნისი 2024
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა: 17 ივნისი 2024
  • ხელშეკრულების გაფორმება: 24 ივნისი 2024

 შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.  

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.

ტენდერით შესასყიდი საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები:

  • შესასყიდი საქონელი:  უძრავი ქონების დაზღვევა
  • შესასყიდი საქონლის ჩამონათვალი და სპეციფიკაციები მოცემულია დანართ #1-ში და დანართ #1.1 ში.

შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:

  • ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.  სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში. 

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 

  • შესყიდვის ფასი
  • მიწოდების / მომსახურების ვადები
  • საგარანტიო პირობა
  • კომპანიის გამოცდილება/ სანდოობა
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირებს, რომელთა წლიურმა ბრუნვამ ბოლო დასრულებული საგადასახადო წლის მანძილზე შეადგინა არანაკლებ 500,000 ლარი

სატენდერო წინადადება:

(ა) სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • ბოლო 1 დასრულებული საგადასახადო წლის ბალანსი და მოგება-ზარალის უწყისი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი;
  • „ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
  • კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #4-ს სახით;
  • შევსებული და ხელმოწერილი განფასება/ფასთა ცხრილი ლარში მოცემული დანართი # 1 და დანართი #1.1-ს სახით; ასევე გთხოვთ წარმოადგინოთ ექსელის სახითაც .
  • ინფორმაცია ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის მიწოდებაზე (დეტალები, აღწერილობა, გამოცდილება, სხვა არსებითი გარემოებები).

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ (ა) იგი გაეცნო დანართი #6-ს სახით წარმოდგენილ შესყიდვის ხელშეკრულების ნიმუშს, რომლის გაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან და თანახმაა აღნიშნული რედაქციის გაფორმებაზე და (ბ) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფას/ებ/ი ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა. 

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

  • სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
  • არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
  • არ შეესაბამება სინამდვილეს;
  • ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

 ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 ივნისი, 12:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში:

ლაშა ხამხაძე
ელ.ფოსტა: 
Lkhamkhadze@vian.health
ტელ:
591948286 

ანა არქანია
ელ.ფოსტა: A.arkania@vian.health
ტელ: 591777787

გიორგი ბერიძე
ელ.ფოსტა: beridzeg@vian.health

ტელ: 591 326 422 

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    30 მაისი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა