ჩაბარების ვადა:

14 ივნისი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T22525 - ტენდერი მანქანის სამრეცხაოს მშენებლობაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: დაემატა / განახლდა დოკუმენტი - ,,Car Wash - 10.06.2024". ასევე განახლებულია დოკუმენტი: car wash_CE

ტენდერის აღწერილობა:

Tbilisi Hills Golf & Residences არის უმსხვილესი, დეველოპერული პროექტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქართულ ბაზარზე, ვინაიდან იგი ერთ სივრცეში აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებსა და პროფესიული გოლფის კლუბს საერთაშორისო დონის მოედნებით. კომპლექსი მდებარეობს სოფელ თელეთში, კრწანისის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და მოიცავს 331 ჰექტარს. პროექტის ფარგლებში 380 კერძო სახლის, 73 დაწყვილებული სახლის, 20 ხუთსართულიანი შენობის მშენებლობას, სადაც განთავსებული იქნება 800 მდე აპარტამენტის ტიპის ბინა. ამასთან ერთად კომპანია ახოციელებს ისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას როგორიც არის შიდა სარგებლობის გზები, პარკინგები, ენერგო და წყალმომარაგების ხაზოვანი ნაგებობები, საერთო სარგებლობის სივრცეები და შენობები. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობის  Tbilisi Hills Development and Construction LLC მართვისა და ზედამხედველობის ქვეშმშენებლობისას გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიები რაც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებას.

Tbilisi Hills Golf & Residences აცხადებს ტენდერს მანქანის სამრეცხაოს მშენებლობაზე, რომელიც შედგება 2 განყოფილებისგან.

შესასრულებელი სამუშაოები მოიცავს: როგორც კონსტრუქციული ნაწილის, ისე არქიტექტორული ნაწილის მშენებლობას. კონტრაქტორმა სრულად უნდა აღჭურვოს სამრეცხაო დანადგარებით, მოაწყოს ელექტროობა და წყლის გაწმენდის სისტემა. მიმაგრებულ ფაილში მოცემულია ყველა საჭირო სამუშაო თანდართული მოცულობებით. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზება სამრეცხაოს აღჭურვილობასთან დაკავშირებით, რასაც თან უნდა დაერთოს ტექნიკის/აპარატურის სპეციფიკაცია.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, ფაქტიური მოცულობები შეიძლება შეიცვალოს, ხოლო ერთეული ფასები დარჩება უცვლელი. კონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების ფორმა 2 სხვა აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად (ფარული სამუშაოს აქტი, მასალის სერთიფიკატი...) რაც იქნება დადასტურებული დამკვეთის მხრიდან.

დაინტერესებულმა კომპანიებმა დალუქული კონვერტით უნდა წარმოადგინოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტაცია შემდგომი განხილვისთვის:

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ; საკონტაქტო პირის ნომერი/მეილი
  • ინფორმაცია გამოცდილების შესახებ. შესრულებული, მსგავსი სამუშაოების ჩამონათვალი პერიოდის და პროექტის დასახელების მითითებით.
  • 3 სარეკომენდაციო წერილი შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. (მითითებული უნდა იყოს რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.)
  • განფასება წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის ფორმით და შესრულების ვადები

წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 14 ივნისი, 18:00 საათი.
ადგილი: თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი. სათავო ოფისი. 

Tbilisi Hills Golf & Residences მზად არის გამართოს სამუშაო/განმარტებითი შეხვედრები დაინტერესებულ კომპანიების წარმომადგენლებთან და უზრუნველყოს სამუშაო მოედნის დათვალიერება.

ტენდერში მონაწილე პირი ვალდებულია მიუთითოს ინფორმაცია საგარანტიო ვადასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად საგარანტიო პერიოდი არ უნდა იყოს 24 თვეზე ნაკლები (სამუშაოების დასრულებიდან).

ფინანსური გარანტია:

დაინტერესებული მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია საავანსო მოთხოვნის თაობაზე და ასეთის არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი საბანკო გარანტია;

ავანსის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტიის მოქმედება ძალაში იქნება საავანსო თანხის შესაბამისი ღირებულების სამუშაოების შესრულების აღიარების ვადამდე, რომელიც დადასტურდება სუბიექტებს შორის ზემოთ განსაზღვრული წესის შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.;

„მხარეთა“ შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 5 „სამუშაო დღის“ განმავლობაში „კონტრაქტორმა“ უნდა წარმოადგინოს გამოუხმობადი და უპირობო პირველი კლასის საბანკო გარანტია, და ძალაში უნდა იყოს „ეფექტური თარიღიდან“ 12 თვის განმავლობაში („ხარისხის ძირითადი საბანკო გარანტია“). ხარისხის საბანკო გარანტია ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას დამატებით მომსახურებებზეც მათი საერთო ღირებულებიდან გამომდინარე, რომელსაც შეასრულებს „კონტრაქტორი“ და მიიღებს „დამკვეთი“, „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 5 „სამუშაო დღის“ განმავლობაში, და ძალაში უნდა იყოს „ეფექტური თარიღიდან“ 12 თვის განმავლობაში („ხარისხის დამატებითი საბანკო გარანტია“).

დამატებითი ინფორმაციისთვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე:
მობ: +995 598 29 99 91

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები