
ჩაბარების ვადა:
2 მარტი 2017, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT2253 - ტენდერი დაზიანებული მაღალი ძაბვის კაბელების აღდგენითი სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: დაზიანებული მაღალი ძაბვის კაბელების აღდგენითი სამუშაოების შესყიდვაზე 17/02-NEO-S/CM-17
მომსახურების აღწერა:
- შპს ნეოგაზი-ს ავტო გაზგასამართი სადგურების მიმდებარე მაღალი ძაბვის კაბელების მომსახურება ერთ წლიანი ვადით დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში:
- დაზიანების იდენტიფიცირება;
- დაზიანებული ადგილას მიწის გათხრა;
- დაზიანების ადგილას გადასაბმელი „რეიხემის“ ქუროს მონტაჟი;
- კაბელების კენეტრირება (გამოცდა ამაღლებული ძაბვით);
- მიწის ჩაყრა, ადგილის პირვანდელ მდგომარეობაში მიყვანა;
- ლაბორატორიული შემოწმება, ოქმის შედგენა;
- კაბელის ქსელში ჩართვა; - კონტრაქტორმა კომპანიამ საქართველოს მასშტაბით დაზიანებაზე რეაგირება უნდა მოახდინოს დამკვეთის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 4 საათისა.
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთწლიანი გენერალური ხელშეკრულება;
- გადახდა იწარმოებს სამუშაოს შესრულების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ არაუგვიანეს 5 სამ. დღისა.
დანართი N1-ში, გთხოვთ იხილოთ კაბელების სპეციფიკაცია და ადგილმდებარეობა.
შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილებისა მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება შევსებული დანართი N1-ის სახით ;
- ფასები მოცემული უნდა იყოს სამივლინებო და სატრანსპორტო ხარჯების ჩათვლით; - ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის კვალიფიკაცია/გამოცდილების და ტექნიკური რესურსების შესახებ.
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ (მსგავსი სამუშაოების ჩამონათვალი: კლიენტის დასახელება, სამუშაოს დასახელება, მოცულობა და პერიოდი).
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი: ლევან წიკლაური. ელ. ფოსტა: l_tsiklauri@gig.ge; საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59.
- ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ლევან ლაბაძე. საკონტაქტო ნომერი: 595 33 44 24;
დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 2 მარტის 14:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 31300000 იზოლირებული მავთული და კაბელი
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები