
10 ივნისი 2024, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT22558 - ტენდერი გენერატორების შესყიდვა/მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს გენერატორების შესყიდვა/მონტაჟზე, ფასების ცხრილის და ტექნიკური მახასიათებლების (დანართი #1) შესაბამისად.
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა: საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში.
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს #1 დანართში მითითებულ ლოკაციებზე;
შენიშვნა: საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში.
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები :
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.
5. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 ივნისი, 17:00 საათი.
პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
საყურადღებო ინფორმაცია:
- პორტატული გენერატორი უნდა იყოს გასაგორებელი (გორგოლაჭებზე);
- ნომინალური სიმძლავრე 15 კვა (ფაზა ნული) გენერატორზე არ უნდა იყოს 14 კილოვატზე ნაკლები;
- ნომინალური სიმძლავრე 12 კვა გენერატორზე არ უნდა იყოს 11 კილოვატზე ნაკლები;
- ტენდერით მოთხოვნილი ყველა გენერატორი არ ითვალისწინებს მონტაჟს, მაგრამ პრეტენდენტი ვალდებულია წინასწარ დაათვალიეროს იმ გენერატორების განთავსების ადგილები, რომლებიც ითვალისწინებს მონტაჟს და რომელთა ლოკაციები მითითებულია #1 დანართში, შემოთავაზებულ ფასში კი შეიყვანოს მიწოდება/მონტაჟის ღირებულებაც;
- აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს სრულყოფილად შევსებული ტექნიკური ფაილების როგორც ხელმოწერილი PDF , ასევე exel ვერსიები.
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00
ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირია:
შესყიდვების ჯგუფის უფროსი
გიორგი მდივნიშვილი
მობ: 551 888 398
ელ-ფოსტა: Giorgi.Mdivnishvili@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები