ჩაბარების ვადა:

10 ივნისი 2024, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T22561 - ტენდერი ოთხი ერთეული უწყვეტი კვების წყაროს შესყიდვა/მონტაჟზე

  • გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 10 ივნისი 2024 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ოთხი ერთეული უწყვეტი კვების წყაროს შესყიდვა/მონტაჟზე, ფასების ცხრილის და ტექნიკური მახასიათებლების (დანართი #1) შესაბამისად.

1. შესყიდვის ობიექტი:

ოთხი ერთეული უწყვეტი კვების წყაროს შესყიდვა/მონტაჟი ფასების ცხრილის და ტექნიკური მახასიათებლების (დანართი #1) შესაბამისად;

2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა: განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს #1 დანართში მითითებულ ლოკაციებზე;

შენიშვნა: საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში. 

4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარებაანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.

5. ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას. 

6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 10 ივნისი, 17:00 საათი.

პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე:tendercommittee@lb.ge;

ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:

შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ-ფოსტა:
Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00

ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირია:

შესყიდვების ჯგუფის უფროსი
გიორგი მდივნიშვილი
მობ: 551 888 398
ელ-ფოსტა: 
Giorgi.Mdivnishvili@lb.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

1. სატენდერო დავალებაში მითითებულია, რომ აკუმულატორების დასალაგებელი კარადა უნდა იყოს შერჩეული ადგილზე არსებული ზომების შესაბამისად. გთხოვთ მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია (ზომები ან შესაბამისი ადგილის ნახაზი), რათა შერჩეული იქნას ადექვატური გაბარიტების აკუმულატორების ბატარეების კარადა და მათი დაკომპლექტება მოხდეს შესაბამისი ზომებისა და ტექნიკური პარამეტრების ბატარეებით. 2. უწყვეტი კვების წყაროების მონტაჟისთვის საჭიროა მოგვაწოდოთ ინფორმაცია აპარატის გარეშე 3-ფაზა კვების ელექტრო ფარის განლაგების ადგილის შესახებ და ასევე თუ ვისი პასუხისმგებლობაა აღნიშნული ფარის შესყიდვა და მითითებულ ადგილზე მონტაჟი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ელექტრო ფარიდან აპარატის ელექტრო კვების კაბელის მიწოდება და მისი მონტაჟი შეადგენს აღნიშნული პროექტის ნაწილს და შესაბამისი ხარჯები უნდა გათვალისწინებული იქნას სატენდერო ფასების ცხრილში. აღნიშნულის შესახებ გთხოვთ თქვენს განმარტებებს.

მიმწოდებელი 1

1. სატენდერო დავალებაში მითითებულია, რომ აკუმულატორების დასალაგებელი კარადა უნდა იყოს შერჩეული ადგილზე არსებული ზომების შესაბამისად. გთხოვთ მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია (ზომები ან შესაბამისი განთავსების ადგილების ნახაზები), რათა შერჩეული იქნას ადექვატური გაბარიტების აკუმულატორების ბატარეების კარადები და მათი დაკომპლექტება მოხდეს საჭირო ზომებისა და ტექნიკური პარამეტრების ბატარეებით. 2. უწყვეტი კვების წყაროების მონტაჟისთვის საჭიროა მოგვაწოდოთ ინფორმაცია აპარატის გარეშე 3-ფაზა კვების ელექტრო ფარის განლაგების ადგილის შესახებ და ასევე თუ ვისი პასუხისმგებლობაა აღნიშნული ფარის შესყიდვა და მითითებულ ადგილზე მონტაჟი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ელექტრო ფარიდან აპარატის ელექტრო კვების კაბელის მიწოდება და მისი მონტაჟი შეადგენს აღნიშნული პროექტის ნაწილს და შესაბამისი ხარჯები უნდა გათვალისწინებული იქნას სატენდერო ფასების ცხრილში. აღნიშნულის შესახებ გთხოვთ თქვენს განმარტებებს.