ჩაბარების ვადა:

12 ივნისი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T22645 - ტენდერი ქეითერინგის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ქეითერინგის მომსახურების შესყიდვაზე. მოსახურება მოიცავს ნებისმიერი სახის ფურშეტის ორგანიზებას (პერსონალით), ასევე ინვენტარის დაქირავებასა და დამხმარე პერსონალის მხარდაჭერას. 

ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:

  • ფინანსური შეთავაზების წარმოდგენა;
  • დეგუსტაცია (დეგუსტაციაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პრეკვალიფიცირებული კომპანიები);

გამარჯვებულის გამოვლენამდე, ბანკი უფლებამოსილია დაგეგმოს შეხვედრები ტენდერში მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით. 

1.1. აუცილებელი მოთხოვნები:

  • ბანკისათვის გამოყოფილი კონკრეტული საკონტაქტო პირ(ებ)ი;
  • ოპერატიული რეაგირება ბანკიდან დაფიქსირებულ მოთხოვნებზე:
     - მათ შორის მოთხოვნის დაფიქსირება შესაძლოა მოხდეს ღონისძიებამდე 1 სამუშაო დღით ადრე (შეკვეთების ~60%);
     - 3-4 საათით ადრე - იშვიათად და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში;
     - დანარჩენი მოთხოვნის წილი იგეგმება რამდენიმე სამუშაო დღით ადრე.
  • მრავალფეროვანი მენიუ;
  • მენიუს შედგენის შესაძლებლობა, ბანკის მიერ განსაზღვური მოთხოვნის შესაბამისად;
  • საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ინვენტარის გაქირავება - ჭურჭელი, მაგიდები, აქსესუარები (სუფრა);
  • მომსახურე პერსონალი (სასურველია დრესკოდით); 

1.2. მომსახურების გაწევის ვადა:

ხელშეკრულება გაფორმდება 1 წლის პერიოდზე;

მიმწოდებელმა ვალდებულია მომსახურების გაწევა განახორციელოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად (თვეში დაახლოებით 30-40 მოთხოვნა, საჭიროებებიდან გამომდინარე);

მოთხოვნა გულისხმობს: ნებისმიერი სახის ქეითერინგული მომსახურების გაწევას (ფურშეტი, ყავის შესვენება, ინვენტარი, მომსახურე პერსონალი).  

1.3. მომსახურების გაწევის ადგილი: 

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, ქ. თბილისის მასშტაბით.  

შესაძლებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია კონკრეტულ რეგიონ(ებ)ში მომსახურების გაწევის შესაძლებლობის შესახებ.

1.4. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს ქეითერინგის მომსახურების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • დაკისრებული ვადებულების შესასრულებლად პრეტენდენტ კომპანიას უნდა ჰყავდეს კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში. 

1.5. ტენდერის ფარგლებში წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაცია:

ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა ყველა სავალდებულო დოკუმენტი უნდა ატვირთონ პლატფორმაზე https://tenders.ge/ . დოკუმენტები უნდა აიტვირთოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში).

სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ფინანსური შეთავაზება - დანართი N1 - საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს. აღნიშნულში მითითებული უნდა იყოს ყავის/ჩაის შესვენებისა და სადილის ღირებულება 1 პერსონისთვის, ასევე მიმწოდებლის მენიუები, აუცილებელია შევსებულ იქნას დანართის ყველა გვერდი.
  • ღირებულება უნდა მოიცავდეს მომსახურების გაწევისთვის საჭირო ყველა ხარჯს (მ.შ. მენიუ, ტრანსპორტირება,ჭურჭლის/რეზერვუარების ფასი და სხვ.).
  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ - დანართი N2;
  • კომპნიის მოღვაწეობის მოკლე აღწერა/პრეზენტაცია (სადაც ნაჩვენები იქნება პრეტენდენტის გამოცდილება, შესრულებული პროექტები, კლიენტების სია და სხვა);
  • რეკომენდატორების სია, მათთან მუშაობის გამოცდილების წლებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

1.6. შეფასების კრიტერიუმები:

გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:

  • ფინანსური წინადადება 70%
  • დეგუსტაცია 30%*

დეგუსტაციაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პრეკვალიფიცირებული კომპანიები. პრეტენდენტი, რომლის საკვები პროდუქტიც არ დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს, დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან.

წინადადებები შეფასდება სატენდერო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების და წონების მიხედვით. წინადადება შეიძლება ჩაითვალოს არსებითად შესაბამისად თუ ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს რაიმე მატერიალური გადახრების, დათქმისა და გამოტოვების გარეშე.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდენტმა შეავსოს და წარმოადგინოს ფინანსური შეთავაზება - დანართი N1 და ინფორმაცია კომპანიის შესახებ - დანართი N2;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს; 
  • ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, შესყიდვის ობიექტის ღირებულებები იქნება ფიქსირებული;
  • ანგარიშსწორება განხორციელდება წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე;
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირ(ებ)თან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს; 
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს; 
  • წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი თავისი შეხედულებისამებრ. 

წინადადების წარდგენით კომპანია ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებსა და პირობებს.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 12 ივნისი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო პირი:

ხატია ითიურიძე
khitiuridze@bog.ge
+995 599 390 044

ცირა რუხაძე
Ts.rukhadze@bog.ge
+995 555 330 646

ტენდერის კატეგორია:

  • 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი
  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    10 ივნისი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა