ჩაბარების ვადა:

18 ივნისი 2024, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T22688 - ტენდერი სამშენებლო ტექნიკით, კერძოდ, ევაკუატორით, ლაფეტით, ამწითა და ამწე-მანიპულატორით მომსახურებაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს ტენდერს  სამშენებლო ტექნიკით, კერძოდ, ევაკუატორით, ლაფეტით, ამწითა და ამწე-მანიპულატორით მომსახურებაზე. 

1.2 დასაქირავებელი ტექნიკის რაოდენობა და ტექ. მახასიათებელი-დავალება:

დანართ N1-ში მოცემულია დასაქირავებელი ტექნიკის დასახელება და რაოდენობა.

პრეტედენს აქვს უფლება სრულად არ დააკმაყოფილოს ტექნიკების მოთხოვნილი სრული სამიზნე რაოდენობა და დააფიქსიროს ფასი მხოლოდ ერთი ან რამოდენიმე ტექნიკის ყოლის შემთხვევაშიც.

1.3 განფასება:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასი ლარში დანართი N1-ის ექსელის მიხედვით.

1.4 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, 30 დღიანი საკონსიგნაციო პერიოდის გავლის შემდგომ გაფორმებული მიღება-ჩაბარებების საფუძველზე. 

1.5 პრეტენდენტის ტენდერში წარმოსადგენი მონაცემები:

  • ინფორმაცია პრეტედენტის შესახებ (დანართი N1-ის შესაბამისად)
  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად)
  • ტექნიკების მიერ გავლილი ტექ-დათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მძღოლის მართვის მოწმობის დამადასტურებელი ასლი. 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ასევე, უნდა წარმოადგინოს მძროლის ნასამართლეობის და ნარკოლოგიური ცნობები. 

შენიშვნა:

  • ტენდერში წარმოდგენილი პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
  •  სამუშაო პროცესში ტექნიკა თუ გამოვიდა მწყობრიდან და ვერ განაგრძო მუშაობა, შემსრულებელი ვალდებულია ჩაანაცვლოს ტექნიკა არაუგვიანეს ერთი საათისა ან იმ დღის მომსახურება საფასური დამკვეთის მხრიდან არ ანაზღაურდება.

1.6 ხელშეკრულების გაფორმება:

წინამდებარე ტენდერის ფარგლებში დაიდება ჩარჩო ხელშეკრულება 6-12 თვის ვადით. 

1.7 სხვა მოთხოვნა:

  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • დამკვეთი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

დამკვეთი, გამარჯვებულ შემსრულებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. დამკვეთი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

დამკვეთი, იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დამკვეთი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით. 

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის, მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 18 ივნისი, 12:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761 

საკონტაქტო პირი: ლუკა გეგეშიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: lgegeshidze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 574 058444

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
  • 45500000 სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის მანქანა-დანადგარებისა და მათი ოპერატორების დაქირავება

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    11 ივნისი 2024 დრო 12:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა