2 ივლისი 2024, 12:00
სტატუსი:
არ შედგა
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T22807 - ტენდერი კონდიციონერების შესყიდვა/მონტაჟზე
            
        
        - გამომცხადებელი: შპს მეტრო სერვის +
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 18 ივნისი 2024 დრო 16:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 2 ივლისი 2024 დრო 12:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მეტრო სერვის +“ ს/კ 205150352 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს კონდიციონერების შესყიდვა/მონტაჟზე.
შესყიდვის ობიექტი:
| პროდუქტი | რაოდენობა | 
| კონდიციონერი სპლიტი 9-30 მ² | 5 | 
| კონდიციონერი მულტი სპლიტი 2 შიდა ბლოკით | 1 | 
მახასიათებლები:
კონდიციონერი სპლიტი 9-30 მ²
- სიმძლავრე 9000 BTU
 - გაგრილების რეკომენდირებული ფართი 9-30 კმ
 - რეჟიმი გაგრილება /გათბობა
 - არაინვენტორი
 - გარანტია - 2 წელი
 - მონტაჟის ტიპი არასტანდარტული
 - მონტაჟის მისამართი - ბათუმის ავტობაზა სულხან-საბა ორბელიანის N13; თბილისი ავტობაზა.პოლიციის N7; მ/ს მარჯანიშვილი; მ/ს ისანი; მ/ს დიდიუბე
 
კონდიციონერი მულტი სპლიტი 2 შიდა ბლოკით
- ბრენდი მიდეა
 - მოდელი M3O-21FN1-Q
 - სიმძლავრე 24000 BTU
 - გაგრილების რეკომენდირებული ფართი 35-75 კმ
 - 2 შიდა ბლოკით
 - რეჟიმი გაგრილება/გათბობა
 - მონტაჟის ტიპი არასტანდარტული
 - მონტაჟის მისამართი - მ/ს ვარკეთილი
 
მოწოდების ვადა: 2024 წლის 1 ივლისამდე
ანაზღაურება: მოწოდებიდან 5 დღის ვადაში
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
დანართი N2- ფასების ცხრილი:
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
 - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
 
დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 02/07/2024 12:00 საათი.
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 2 ივლისი,12:00 საათი;
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი;
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
 
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ირაკლი სარსევანიძე 
ტელ: 595574191
ტენდერის კატეგორია:
- 39700000 საოჯახო ტექნიკა