ჩაბარების ვადა:

10 ივლისი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T22861 - ტენდერი ტრავმატოლოგიური (ენდოპროთეზირება, ოსტეოსინთეზი) სახარჯი მასალების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,აკად. . ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი აცხადებს ტენდერს ტრავმატოლოგიური (ენდოპროთეზირება, ოსტეოსინთეზი) სახარჯი მასალების შეძენაზე.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ):

  • კომპანიის მიმოხილვა;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილი; 
  • ანაზღაურების პირობა და ვადები;
  • საგარანტიო ვადები;
  • შემოთავაზებული პროდუქციის მარეგულირებელი სტატუსი/სერტიფიკატი ერთ-ერთი: FDA; MDR; CE.
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
  • უკანასკნელი 2 წლის მანძილზე განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი (დამკვეთი ორგანიზაციის საკონტაქტო პირის მითითებითა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია). არსებობის შემთხვევაში.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

შესყიდვის ობიექტის მიწოდების, რაოდენობა, ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სახელშეკრულებო პერიოდში, რომელიც შეადგენს 1 წელს, უზრუნველყოს სამედიცინო საშუალებების საჭირო ოდენობებით დამკვეთის უზრუნველყოფა.
  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა.
  • დამკვეთს უფლება აქვს ეტაპობრივად გააკეთოს მოთხოვნა საჭირო რაოდენობის  გარკვეული ნაწილის მიწოდებასთან დაკავშირებით, ხოლო შემსრულებელი ვალდებულია მიაწოდოს დამკვეთს მოთხოვნილი პროდუქცია. განიხილება სახარჯი მასალების (სეტის) დასაწყობება სამედიცინო ცენტრში და ეტაპობრივი შევსება ხარჯის შესაბამისად ან  მოთხოვნისთანავე მასალის (სეტის) მიწოდების, ფაქტობრივი ხარჯის შესაბამისად დოკუმენტაციის გამოწერის და ნაშთის უკან დაბრუნების გზა.
  • საქონლის/მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მისამართზე: ქ. თბილისი. ლუბლიანას 66/ ნ. ბოხუას 12, შენობის მე-2 სართული. სამედიცინო საწყობი.
  • სამედიცინო საშუალების ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს მინიმუმ 1 (ერთი) წელი.

შენიშვნა:

  • საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს როგორც სამუშაო საათებში ასევე ურგენტულად.

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, შემოთავაზებული ფასი რჩება უცვლელი, მიუხედავად იმისა პროდუქცია დამკვეთს მიეწოდება ეტაპობრივად თუ ერთიანად;
  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
  • კლინიკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების დაცვით. კონსიგნაციის პირობის შემთხვევაში, პროდუქციის მიწოდებიდან არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღისა.
  • შენიშვნა: ფასთა მოკვლევა არ ითვალისწინებს ვაჭრობის რამდენიმე ეტაპს, შესაბამისად,  უნდა მიეთითოს  საქონლის საბოლოო ღირებულება. 

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • ტენდერში შესაძლოა გამოვლინდეს ერთზე მეტი გამარჯვებული, შემოთავაზებული ფასების შესაბამისად;
  • პრეტენდენტის განაცხადი უნდა მოიცავდეს ჩაშლილ განფასებას როგორც ენდოპროთეზირების (მაგალითად: ბარძაყის უცემენტო ენდოპროტეზირება, ბარძაყის ცემენტიანი ენდოპროტეზირება, ბიპოლარი (ცემენტიანი),  ბიპოლარი (უცემენტო), სარევიზიო ფოსოს კომპლექტი (ცემენტიანი), სარევიზიო ფოსოს კომპლექტი (უცემენტო), მუხლი შენარჩუნებით, მუხლი შენარჩუნების გარეშე, მუხლი შენარჩუნების გარეშე, მენჯ-ბარძაყის უცემენტო კომპლექტი ტრიპოდის ფოსოთი, მენჯ-ბარძაყის ცემენტიანი ფეხის კომპლექტი, მენჯ-ბარძაყის ცემენტიანი ფეხის და ფოსოს კომპლექტი და ა.შ.), ასევე ოსტეოსინთეზის (კოჭ-წვივის, მენჯ-ბარძაყის, მხრის, ლავიწის, სხივ-მაჯის, ყბა-სახის ფირფიტები და ჭანჭიკები (ზომების შესაბამისად)) სახარჯ მასალებთან დაკავშრებით.

მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით;

  • დამკვეთი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვს სამედიცინო საშუალების შესახებ არსებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია (რეგისტრაციის მოწმობა, ხარისხის სერტიფიკატი და სხვა);
  • პრეტენდენტი იძლევა გარანტიას, რომ სახელშეკრულებო პერიოდში სამედიცინო საშუალების რეგისტრაციის, მათ შორის ხელახალი რეგისტრაციის ვადები იქნება დაცული და დამკვეთს არ მიაწვდის დაურეგისტრირებელ/რეგისტრაციის განუახლებელ პროდუქციას. 
  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024წლის 10 ივლისი 18:00 საათი
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს  მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@gudushauri.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები
  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები