ჩაბარების ვადა:

12 ივლისი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T22919 - ტენდერი ავტომობილების დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს - ავტომობილების დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება.

ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • პირველ ეტაპზე, სადაზღვევო კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების საფუძველზე შეირჩევა რამდენიმე საუკეთესო შემოთავაზების წარმომდგენი კომპანია.
  • მეორე ეტაპზე შერჩეულ კომპანიებთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები და მოხდება გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა;

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • ანალოგიური საქმიანობის მინიმუმ 3  წლიანი გამოცდილება

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • სატენდერო წინადადების დეტალურ აღწერას (შემოთავაზებული სადაზღვევო ტარიფით, ქართულ ენაზე, (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და კომპანიის ბეჭდით დამოწმებული)
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული, საკონტაქტო პირების ინფორმაციის მითითებით)
  • მიმდინარე კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (ა/მანქანის დაზღვევის კუთხით)
  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობას საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ;
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);

ლიმიტები:

  • მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა - ლიმიტი: 5000$;
  • უბედური შემთხვევით გამოწვეული მძღოლის და მგზავრის დაზღვევა - ლიმიტი: 10000$.

დაზღვევის პირობები:

  • ავტოტრანსპორტის მართვის უფლება ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს;
  • რისკების სრული პაკეტი;
  • ნულოვანი ფრანშიზა.

აუცილებელი პირობა :

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით;

 სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 12 ივნისი (18:00 სთ-მდე).     ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.

პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ. ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის: შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი.

ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ამირან ანანიაშვილს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: amiran.ananiashvili@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00/(შიდა 2009). მობ: 595 908680.  

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია .    

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 12 ივლისი, 18:00 სთ
  • შეთავაზების ვალუტა: N/A
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:

ამირან ანანიაშვილი
ელ.ფოსტა: amiran.ananiashvili@terabank.ge 
ტელეფონი:  255 00 00/(შიდა 2009). მობ: 595 908680

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები