ჩაბარების ვადა:

7 მარტი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T2292 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს - ერთ ლოტად, კომპიუტერული ტექნიკის მომსახურების შესყიდვის თაობაზე.

მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი:

მომწოდებელმა უნდა მიუთითოს მომსახურების ყოველთვიური, ფიქსირებული საფასური და აღნიშნული მომსახურება მოიცავს:

  • არსებული, ძველი და ახალი კომპიუტერული ტექნიკის აღდგენა, რემონტი, პროგრამული მხარდაჭერა და ა.შ
  • ინჟინერის დახმარებას (საჭიროების შემთხვევაში) შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე;

აპლიკანტმა განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს:

ფიზიკური პირის / ინდ. მეწარმის შემთხვევაში: 

  • პირადობის / ინდ. მეწარმის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. მისამართი);
  • CV (ინფორმაცია / მოკლე აღწერილობა / გამოცდილების / საქმიანობის შესახებ)

იურიდიული პირის (კომპანიის) შემთხვევაში:

  • იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. მისამართი);
  • ინფორმაცია / მოკლე აღწერილობა შესაბამისი კომპანიის / თარჯიმანის მოღვაწეობის / გამოცდილების / საქმიანობის შესახებ (გამოცდილება, კლიენტების სია ა.შ.);
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ფიზიკური/იურიდიული პირის შემთხვევაში:

  • რეკვიზიტები
  • დეტალური შემოთავაზება: სატენდერო წინადადების ფასი, მიწოდების ვადები და ა.შ.
  • ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით);
  • მომსახურების მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან მოთხოვნის შესაბამისად 23 თვის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ კომპანიის ოფისში, (ქ. თბილისი, ახვლედიანის ქ. 23) ან ელ. მისამართზე g.giorgobiani1988@gmail.com

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა 2017 წლის 7 მარტი, 15:00 სთ.
წინადადების მიწოდების ფორმა: დახურული კონვერტი

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: გიორგი გიორგობიანი;
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია
მის.: თბილისი, ახვლედიანის ქ. N23
ელ. ფოსტა: g.giorgobiani1988@gmail.com;
ტელეფონი: +(995) 577 64 00 74;

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 72500000 კომპიუტერთან დაკავშირებული მომსახურებები