ჩაბარების ვადა:

16 მარტი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2301 - ტენდერი ავტო გაზგასამართ სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო გაზგასამართ სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე 07/03-NEO-S/D-17

საპროექტო სამუშაოების აღწერა:

  • ზესტაფონის ავტო გაზგასამართი სადგური: გაზსადენის ალტერნატიული ტრაექტორიის მოძიება (დაახლოებით 1,2 კმ.), აღრიცხვის კვანძის მდებარეობა და პროექტირება (ს.კ 32.03.34.139)
    - მშენებლობის ნებართვის აღებისთვის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
    - აზოვითი ნახაზის მომზადება;
    - ტოპოგრაფია;
    - გეოლოგია;
    - მარშრუტზე მოხვედრილი მიწების საკუთრების დადგენა.
  • ზესტაფონის ავტო გაზგასამართი სადგურის ტექნოლოგიური პროექტირება (კომპრესორების, სვეტების, რესივერების განლაგება, მაღალი წნევის მილების განლაგება და მიერთება) მიერთება), წარმოსადგენია: შესაბამისი მუშა დოკუმენტაცია ხუთი ალბომისა და ელექტრონული ვერსიის სახით;
  • მარნეულის ავტო გაზგასამართი სადგურის ტექნოლოგიური პროექტირება (კომპრესორების, სვეტების, რესივერების განლაგება, მაღალი წნევის მილების განლაგება და მიერთება) (ს.კ. 83.02.12.049) მიერთება), წარმოსადგენია: შესაბამისი მუშა დოკუმენტაცია ხუთი ალბომისა და ელექტრონული ვერსიის სახით;
  • ვარკეთილის ავტო გაზგასამართი სადგურის ტექნოლოგიური პროექტირება (კომპრესორობის, სვეტების, რესივერების განლაგება, მაღალი წნევის მილების განლაგება და მიერთება) (ს.კ 01.19.36.014.008) მიერთება), წარმოსადგენია: შესაბამისი მუშა დოკუმენტაცია ხუთი ალბომისა და ელექტრონული ვერსიის სახით;

შენიშვნა: დამკვეთი იტოვებს უფლებას: სხვადასხვა პროექტი შეისყიდოს სხვადასხვა პრეტენდენტისგან.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით თითოეული პროექტისათვის ცალცალკე;
  • ინფორმაცია საპროექტო ორგანიზაციის მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციისა და საკონტრაქტო ღირებულების მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ:
    - თითოეული პროექტისათვის ცალცალკე;
    - ოთხივე სამუშაოს ერთად განხორციელების შემთხვევაში;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge;  საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
    - საკონტაქტო პირი პროექტირებასთან დაკავშირებით: გიორგი გიორგაძე. საკონტაქტო ნომერი: 599 97 88 18;

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 16 მარტი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები