ჩაბარების ვადა:

16 ივლისი 2024, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T23045 - ტენდერი ჰიგიენური პროდუქციის შესყიდვაზე - I ეტაპი

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“  აცხადებს ტენდერს ჰიგიენური პროდუქციის შესყიდვაზე ორ  ლოტად ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად.

  • პრეტენდენტს  უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ ლოტში;
  • ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით;

2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;

3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კლიენტების სია, რეკომენდაციები
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფომებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ახალი დისპენსერების (ქაღალდის და საპნის) განთავსება დანართში (დანართი #2)მითითებულ მისამართებზე;
  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე , შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად დანართი #2-ში მითითებულ მისამართებზე; (ბანკის სერვის-ცენტრების მისამართები და დისპენსერების რაოდენობა არ არის სრული, შესაძლებელია გაიზარდოს ან/და შემცირდეს);
  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონულიმოთხოვნის საფუძველზე, შეკვეთის მიღებიდან არაუმეტეს 24 საათისგანმავლობაში;

შენიშვნა: საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში.

5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესაბამისად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

6. ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი #3) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას; 

8. ნიმუშ(ებ)ის წარმოდგენა:

  • მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი საქონლის ნიმუში მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, სს „ლიბერთი ბანკი“;
  • გამარჯვებული კომპანიის ნიმუშები შეინახება ბანკის საწყობში და დადარდება ყოველ ჯერზე მოწოდებულ პროდუქციასთან.

საყურადღებო ინფორმაცია!

ტენდერის დასრულების, ფასების და ნიმუშების წარმოდგენის შემდეგ, პირველ და მეორე ადგილზე გასულ კომპანიებს შორის ჩატარდება მეორე ტური ვაჭრობით.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 16 ივლისი, 17:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლიასატენდერო კომისიის აპარატში:

შესყიდვების მენეჯერები
შორენა თავაძე
ელ.ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200

ტენდერის კატეგორია:

  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    10 ივლისი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა