
2 აგვისტო 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT23059 - ტენდერი თანამშრომელთა კვების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქნეტი“ აცხადებს ტენდერს თანამშრომელთა კვების მომსახურების შესყიდვაზე. გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასებილარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორისდღგ-ს ჩათვლით.
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2024 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით ჩათვლით (18:00 საათი) დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7/#7 Heydar Aliyev Embankment.
სს სილქნეტის თანამშრომელთა კვების მომსახურება უნდა მოხდეს ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7/#7 Heydar Aliyev Embankment - პირველ ეტაპზე საორიენტაციოდ იქნება 80-100 თანამშრომელი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.
ტენდერის #: 2024/19
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2024 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით.
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე.
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კომპანიაზე ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
- კლიენტების ჩამონათვალი;
- კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები.
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
- მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში და CD დისკზე;
- კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
- მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით.
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ.
მოთხოვნა:
წარმოდგენილი ფასები უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით.
სს ,,სილქნეტი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
ს.ს. ,,სილქნეტის“ მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=93&s=tender
რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი სამსახური: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: სოსო მაზმიშვილი, ინა საჯაია
ტელეფონი: +995 555 54 05 54 +995 599 552 553
E-mail: SMazmishvili@silknet.com; ISajaia@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის 7
ტენდერის კატეგორია:
- 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
- 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები