ჩაბარების ვადა:

23 ივლისი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T23060 - ტენდერი ოფისის საინჟინრო სამუშაოების შესრულების მომსახურების შესყიდვაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ სთავაზობს მიიღოს მონაწილეობა გამოცხადებულ ტენდერში: ოფისის საინჟინრო სამუშაოების შესრულების მომსახურების შესყიდვაზე.

შერჩეულ პრეტენდენტთან გაფორმდება ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულება. ტენდერი ჩატარდება ერთ ლოტად.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განუმარტოს ზემოთ აღნიშნული კომპანიების მოთხოვნები და პირობები რათა, სრულად წარმოადგინოს სატენდერო წინადადება.

შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს (ფიზიკური პირები და ინდ/მეწარმეები არ განიხილება).

 შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2024 წლის 23 ივლისისა  
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება  - 9 ივლისი 2024 წელი
  • სატენდერო წინადადებების მიღება  - 23 ივლისი 2024 წელი
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა  - 29 ივლისი 2024

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის  ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას ზემოთ აღნიშნული კომპანიისთვის.

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვონ ან შეცვალონ თავიანთი  მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისინწბულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება.

გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.

წესები და კითხვები: 

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ/ებ/ის  მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 6 თვის განმავლობაში.
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა. 
  • გთხოვთ სრულად წარმოადგინოთ მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია 
  • გთხოვთ შემოთავაზებაში სრულად შეავსოთ ყველა დანართი და გადმოგვიგზავნოთ როგორც PDF ასევე Excel-ის ფორმატშიც.

2. შემოთავაზება:

შერჩევა ტარდება დანართი 1 -ით განსაზღვრული მოთხოვნების და სპეციფიკაციების შესაბამისად და დანართი 2-ით განსაზღვრული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად

3. კრიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პრეტენდენტ/ებ/ი შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • მომსახურების ფასი;
  • გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის პირობა;
  • შეკვეთილი პროდუქციის/მომსახურების მოწოდების ვადა
  • ომპანიის გამოცდილება;

 ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოებიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს, დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით;

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ უფლებამოსილია საკვალიფიკაციო დოკუმენტაციაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინონ შერჩეული პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • საგადასახადო ორგანოების მიერ პრეტენდენტის ქონებზე დადებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
  • რეგისტრირებულია ყადაღა პრეტენდენტის ქონებაზე;
  • დაწყებულია პრეტენდენტის რეორგანიზაცია,  ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;

პასუხისმგებლობა :

ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტ/ებ/თან დაიდება მომსახურების ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„მომწოდებელს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არ აქვს უფლება შეცვალოს ხელშეკრულებაში ფიქსირებული მომსახურების ტარიფები.“  

4. კონფიდენციალობა:

შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. პრეტენდენტი პასუხისმგებელია სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“  მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

5. დანართი: 

დანართში წარმოდგენილია სატენდერო პაკეტის შემდეგი სახის დოკუმენტაცია: 

  • დანართი 1
  • დანართი 2
  • დანართი 3 – MEP BOQ 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 23 ივლისი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დოკუმენტაცია

AHU-1 AHU-1
AHU-2 AHU-2
HVAC HVAC
MEP BOQ MEP BOQ
ალდაგი - სახანძრო ვენტილაცია recover+ pdf ალდაგი - სახანძრო ვენტილაცია recover+ pdf
ალდაგი - სახანძრო უსაფრთხოების პროექტი ალდაგი - სახანძრო უსაფრთხოების პროექტი
ალდაგი - ხანძარქრობის პროექტი ალდაგი - ხანძარქრობის პროექტი
ალდაგი ინტერნეტი ალდაგი ინტერნეტი
ალდაგი კამერები ალდაგი კამერები
ალდაგი საოფისე ელ მომარაგება ალდაგი საოფისე ელ მომარაგება
ალდაგის მთავარი ოფისი სიგნალიზაცია გახმოვანება ალდაგის მთავარი ოფისი სიგნალიზაცია გახმოვანება
დანართი 1 დანართი 1
დანართი 2 დანართი 2
სახანძრო ვენტილაცია განმარტებითი სახანძრო ვენტილაცია განმარტებითი
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
სატენდერო-დოკუმენტაცია სატენდერო-დოკუმენტაცია
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    11 ივლისი 2024 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა