ჩაბარების ვადა:

17 მარტი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T2307 - ტენდერი სოფელ გრემში არსებული სარეაბილიტაციო ცენტრში სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე

ტენდერის აღწერილობა: 

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „გაუმჯობესებული შესაძლებლობები - პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის“ ფარგლებში აცხადებს კომპანიების შესარჩევ კონკურსს ყვარლის მუნიცეპალიტეტის სოფელ გრემში (მიწის საკადასტრო კოდი 57. 10. 53. 009) არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ზემოთ ხსენებულ ტენდერში.

განაცხადის შემოტანა უნდა მოხდეს დახურული კონვერტში, სადაც გარკვევით იქნება მითითებული რისთვისაა განკუთვნილი ეს განაცხადი და ვის მიერაა შემოტანილი.

  • სასურველია პრეტენდენტების მიერ სამუშაოების განხორციელების ადგილის მონახულება. სატენდერო კომიტეტი აღრიცხავს ყველა მონაწილეს, რომელიც ინახულებს სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ჩატარების ადგილს და მხედველობაში მიიღებს სატენდერო დოკუმენტების განხილვის დროს.
  • სავალდებულოა! ყველა მონაწილე დაესწროს შეთავაზებების გახსნის პროცედურას.
  • დოკუმენტაციაში მითითებული ფასები არ უნდა შეიცავდეს დ.ღ.გ.-ს
  • გადახდები მოხდება ლარებში პერიოდულად შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შესაბამისად.
  • პროექტის ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 ივნისი!

პროექტის ადგილის დათვალიერება მოხდება 2017 წლის 13 მარტს 13:00 საათზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო დოკუმენტაციის შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 17 მარტი. 15:00 საათი. ამავე დღეს 16:00 საათზე მოხდება შეთავაზებების გახსნა.

ტენდერის განხილვა ჩატარდება 2017 წლის 21 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციის „თანადგომა“ ოფისში 13:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, არჩილ ქურდიანის ქ. # 21. (დიდუბე, დინამოს სტადიონთან)

"თანადგომა“ არ იღებს პასუხისმგებლობას არანაირ ხარჯზე რომელსაც, ტენდერში მონაწილე ორგანიზაცია გაიღებს სატენდერო დოკუმენტაციის და მუშა ნახაზების მომზადებისათვის

საკონტაქტო პირები :
გიორგი გაგუა, ელ. ფოსტა – finance@tanadgoma.ge  მობ: 599 39 05 72
ვაჟა კასრელიშვილი, ელ.ფოსტა: - kasrelishvili@tanadgoma.ge ; ან vazhakasrelishvili@gmail.com მობ:: 599 98 63 68

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება